ჯონი დეპმა საგამომცემლო საქმე წამოიწყო

ჯონი დეპმა საგამომცემლო საქმე წამოიწყო

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯონი დეპმა საგამომცემლო საქმეს მიჰყო ხელი. მსახიობმა მსხვილ საგამომცემლო სახლ Harper Collins-თან კონტრაქტი გააფორმა. იგი სერია Infinitum Nihi-ის ("მუდმივი არაფერია") წიგნებს გამოუშვებს.

"Infinitum Nihil-ის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ისეთ წიგნებს გამოვუშვებთ, რომლებიც ადამიანების ყურადღებისა და დროის ღირსნი იქნებიან, წიგნების, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოსცემდნენ", - განაცხადა ჯონი დეპმა.

ამ სერიიდან ერთ-ერთი პირველი დუგლას ბრინკლის ბიოგრაფიული რომანი "ბობ დილანის ისტორიის ამოხსნა" იქნება. წიგნი მუსიკოსის ექსკლუზიურ ისტორიებს გააერთიანებს. ნაწარმოები 2015 წელს გამოვა.

"ბობი ჩვენ ყოველთვის კარგად გვექცეოდა, მისმა მუსიკამ ჩვენ ორივე შთაგვაგონა",- აცხადებს ბრინკლი.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს