"მარშეს" პროდუქტები რეგიონებშიც შევიდა

"მარშეს" პროდუქტები რეგიონებშიც შევიდა

კომპანია "მარშეს" პროდუქტები რეგიონებშიც შევიდა. როგორც კომპანია "გუდვილის" წარმომადგენელი აცხადებს, ახალი ბრენდის პროდუქტები ქვეყნის მასშტაბით უკვე 600-მდე ობიექტში იყიდება და ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

"სადისტრიბუციო ქსელი კიდევ გაფართოვდება. "მარშე" მხოლოდ იმ სუპერმარკეტებში გაიყიდება, სადაც შენახვისა და ჰიგიენის ნორმებია დაცული", - განმარტავენ "გუდვილში".

ამ ბრენდით გაყიდვაში ჩაეშვა რძის პროდუქტები, თევზი, ნახევარფაბრიკატები და ხორცპროდუქტები და ამ ჩამონათვალს ბევრი სხვა პროდუქტიც დაემატება. რაც შეეხება ფასებს, იგი საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გადანაწილდა.

"ჩვენი მთვარი მიზანია მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტები მივაწოდოთ, ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვა გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ ფასებიც შედარებით მაღალია", - განმარტეს კომპანიაში.

"მარშე" "გუდვილის" ქვებრენდია და მისი შექმნა კომპანიამ 2010-წელს დაიწყო. "გუდვილის" განცხადებით, "მარშეს" ბრენდის ქვეშ 4500 დასახელების პროდუქტი გამოვა. საწარმოში, რომელიც ამავე სახელით ამოქმედდა, 500 ადამიანია დასაქმებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა