"საქართველოს ბანკმა" ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო

"საქართველოს ბანკმა" ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო

"საქართველოს ბანკმა" ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო. მომხმარებელს, რომელიც 1 თებერვლამდე მიიღებს ან გააგზავნის ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მეშვეობით, ყოველ გზავნილზე გადაეცემა სასაჩუქრე კუპონი. ოთხი კუპონის შეგროვების შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ნარინჯისფერ მაჯის საათს. მხედველობაში მიღებული იქნება 400 ერთეულის მოცულობის გზავნილები, გზავნილის ვალუტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას, სისტემა ავტომატურად არეგისტრირებს მომხმარებელს და საჩუქრის მისაღებად კუპონის წარდგენა არ იქნება საჭირო. ყოველი ოთხი გაგზავნილი ან მიღებული ფულადი გზავნილის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქარი ავტომატურად ეკუთვნის.

საჩუქრის მისაღებად ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრების, ასევე SMS-ბანკის მეშვეობით. საქართველოს ბანკში გზავნილის განაღდება ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცენტრით, ნომერზე 2 444 444 და ბანკომატით. აქციაში ამ გზით განაღდებული ფულადი გზავნილებიც მონაწილეობენ.

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ფულადი გზავნილების სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს: ანელიკი, ელვა, კონტაქტი, რია, იუნისტრიმი, ინტერექსპრესი, ბისტრაია პოჩტა, ვესტერნ იუნიონი, ლიდერი, მანიგრამი, ზოლოტაია კორონა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა