"მაგთიკომმა" facebook-ის ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

"მაგთიკომმა" facebook-ის ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

"მაგთიკომმა" facebook-ის ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

facebook-ის მაგთიფანის გვერდზე გამოცხადებული ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები 2012 წლის 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე მაგთი კლუბში (მისამართი: რუსთაველის N22) დაჯილდოვდებიან.

2012 წლის 10 სექტემბერს სოციალური ქსელის, facebook-ის მაგთიფანის გვერდზე გამოცხადდა ვიდეოკონკურსი "ჩემი არდადეგები". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ამისათვის მას შესაბამის აპლიკაციაში უნდა აეტვირთა მისივე გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც კონკურსის თემატიკას შეესაბამებოდა.

დაწესდა ორი პრიზი: Samsung GALAXY S III - facebook-ის მომხმარებლების მიერ ყველაზე მეტად მოწონებული ვიდეორგოლისათვის და Samsung GALAXY Note - ნომინაციისათვის "მაგთიკომის სიმპათია", რომელიც კომპანიის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

ვიდეოკონკურსში მონაწილეობა 84-მა მსურველმა მიიღო.

facebook-ის მომხმარებლების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი და, შესაბამისად, Samsung GALAXY S III-ის მფლობელი გახდა ზვიად ჯღარკავა, ხოლო "მაგთიკომის სიმპათია" შერჩეული 15 კანდიდატიდან დასახელდება მაგთი კლუბში.

სოციალური ქსელის, facebook-ის "მაგთიკომის" გვერდებს 160 000-ზე მეტი მომხმარებლი ჰყავს, აქ ისინი ეცნობიან სიახლეებს, აქტუალურ ინფორმაციას, ინტერაქტიულ რეჟიმში შეუძლიათ ურთიერთობა კომპანიის წარმომადგენლებთან და იღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, პერიოდულად მათთვის ტარდება სხვადასხვა სახის კონკურსები და ვიქტორინები.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა