ჰოლანდიის განვითარების ბანკმა პროექტისთვის - "M2 იპოდრომთან" დაფინანსების მეორე ტრანში გამოყო

ჰოლანდიის განვითარების ბანკმა პროექტისთვის - "M2 იპოდრომთან" დაფინანსების მეორე ტრანში გამოყო

ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) საცხოვრებელი კომპლექსისთვის - "M2 იპოდრომზე" პროექტისთვის დამტკიცებული 20 მლნ აშშ დოლარიდან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მეორე ტრანში გამოყო. ამჟამად ჰოლანდიის განვითარების ბანკის მიერ კომპლექსის მშენებლობისთვის ჯამში გამოყოფილია 10 მლნ აშშ დოლარი.

"საცხოვრებელი კომპლექსისთვის მიღებული დაფინანსების მეორე ტრანში უზრუნველყოფს მშენებლობის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნადარეიშვილმა. - პროექტის დაფინანსება ისეთი საიმედო ინსტიტუტის მიერ, როგორციაა ჰოლანდიის განვითარების ბანკი, პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტირებული საწინდარია".

საცხოვრებელი კომპლექსი "M2 იპოდრომზე" თამარაშვილის ქუჩაზე N13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან შენდება. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს პირადაპირ შევიდეს და იცხოვროს საკუთარ ბინაში. რემონტის შესრულებისას გათავლისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება.

კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთან, პროცესზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. "M2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა