18 ოქტომბრიდან მინიკრედიტისა და UniPay-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასურველი თანხა ელექტრონულ საფულეში. მომსახურების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, 1 საათში იღებს კრედიტს, რომლის გამოყენება შეუძლია 24 საათის განმავლობაში: კომუნალური დავალიანების, პატრულის და CityPark-ის ჯარიმების, საფოსტო გზავნილების, მობილურისა და ინტერნეტის მომსახურების გადახდისთვის, ასევე აზარტული თამაშებისა და ინტერნეტ რეკლამის ბალანსების შევსებისთვის.
გარდა ამისა, შესაძლებლებელია თანხის გამოტანა კვირის ნებისმიერ დღეს UniPay-ის ფილიალებიდან.
მინიკრედიტი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ერთი წელია ქართულ ბაზარზეა და უკვე მიენიჭა „Global Banking and Financial Reviews” –ის ჯილდო, როგორც ყველაზე ინოვაციური ონლაინ ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში.