საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კახეთის გზატკეცილზე 185 000 კვ.მ ფართობის თანამედროვე დიზაინის კომპლექსი 2 და 3-სართულიან შენობებს გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები განთავსდება. მოეწყობა გალერეები, გასართობი ცენტრები, ტანსაცმელების, აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც ერთმანეთს ხიდებითა და ტერასებით დაუკავშირდება. კომერციული ცენტრის ეზოში ასევე დაგეგმილია კინოთეატრის, საზაფხულო სკოლის, ბოულინგისა და ფიტნეს-ცენტრების მშენებლობა.

პროექტს CBD Development-ი ახორციელებს. აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში კომპანია 40 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ამჟამად მიწის მოჭრისა და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა