გაზეთი "ყველა სიახლე" - 24 ოქტომბერი

გაზეთი "ყველა სიახლე" - 24 ოქტომბერი

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, გამოვიდა გაზეთ "ყველა სიახლის" ახალი ნომერი (N43, 24-30 ოქტომბერი, 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

ხომ არ გახდება მედიასივრცე კვლავ ერთპოლუსიანი?

"რისთვის სჭირდებათ ტელევიზია მის მფლობელებს? ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოკლებული ტელევიზიები დამოუკიდებლობას დაკარგავენ, ქართული მედიასივრცე ერთპოლუსიანი გახდება და ტელეკომპანიები, რომლებიც აქამდე მაამებლობასა და არაობიექტურობას იყვნენ შეჩვეულნი, ახლა ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩადგებიან, რითაც მას დათვურ სამსახურს გაუწევენ?"

საარსებო მინიმუმი - მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე

"ეს საკითხი ბოლო წლებში თაღლითობისა და მანიპულაციების საგნად იყო ქცეული"

ნათია დოლიძის კვირის ჩაროზ(გ)ი

აქამდე სად იყავი, შაშკინ, შე კაცო?

ბევრი მინისტრი და არც ერთი "ნაშა"

დაიბრუნებს ახალი პარლამენტი წართმეულ ფუნქციას?

"დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ამ უმცირესობის რღვევა დაიწყება"

რამაზ საყვარელიძე: რა არჩევანის წინაშე შეიძლება დაეყენებინა დასავლეთს მიხეილ სააკაშვილი

"ბიძინა ივანიშვილს ჯადოსნური ჯოხიც რომ ჰქონდეს, ყველას სურვილი ერთბაშად მაინც ვერ ახდება"

"ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თავგამოდებით ემზადებოდა 2 ოქტომბრისთვის, ანუ პროტესტის შემთხვევაში ძალა უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არჩევნებამდე ერთი თუ ორი კვირით ადრე ტოტალური გაყალბებისა და ძალის გამოყენების გეგმები დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგი მგონია"

"თუ შაშკინი ყველაფერში მართალია და თან ასეთი დიდი რეფორმატორია, რატომღა გაიქცა ქვეყნიდან?"

გიორგი მარგველაშვილი: "განათლების სისტემის დეპოლიტიზება აუცილებელია"

"მოსწავლეს მუდმივი მაკონტროლებელი თვალი არ უნდა სჭირდებოდეს"

"თანხას, რომელიც სტუდენტს უმაღლესში მიაქვს, თანდათან მსოფლიო სტანდარტს მივუახლოვებთ"

ბერა ივანიშვილი: "ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მამა დაჰპირდა ხალხს!"

"სააკაშვილს საკადრისი პასუხი გავეცი სიმღერით - "ავტოგოლი", რომელიც მოკლე ხანში ჰიტად იქცა"

"ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და სულ მაინტერესებდა, რა განცდა იყო ხალხით სავსე სტადიონზე ბურთის გატანა, მართალია, ახლა ბურთი არ გამიტანია, მაგრამ ჩემთვის კონცერტის გამართვა გოლზე მეტი ემოციაა!"

"მაქსიმალურად ვერიდები კონფლიქტს უფროს ადამიანებთან, ასე გამზარდეს მშობლებმა! ზრდილობიანი მშიშარა არ არის და ზრდილობა არ ნიშნავს შეურაცხმყოფელისთვის თავის დახრას"

გურამ ოდიშარია: ჩემი დევიზია "იჩქარე, ნელა!"

"შეცდომად მივიჩნევ, რომ ასე ნაჩქარევად მომზადებელი ჯგუფი გავუშვი სამინისტროში"

ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?

"თუ სააკაშვილმა გასცა ბიჭების დახოცვის ბრძანება, მოუწევს პასუხისგება ან შურისძიება გადავა მის შვილზე და ასე გაგრძელდება, ვიდრე დაზარალებული საბოლოოდ არ იძიებს შურს"

"დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება, როგორც სასამართლოს, ისე ქისტური ადათ-წესების წინაშეც"

დავით ზილფიმიანი: "არსებობს მტკიცებულება, როგორ ძარცვავენ დავით ბეჟუაშვილის დავალებით კომპანიას"

"არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ტელეკომპანიაში სპეცრაზმი ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით შევიდა, სპეცოპერაციას კი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ბაჩო და დათა ახალაიებთან ერთად"

"სირცხვილი გიორგი კორახაშვილის კაცობას!"

აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

"რა, ასლანს გადავულოცავთ ხელისუფლებას თუ აჭარაში დავსვამთ მეფედ?"

"ნაციონალების 9-წლიანი პარპაში ქართველი ერის სახადი იყო, რომლისგანაც უკვე განვიკურნეთ"

"ზარალჰესი" - "შავი ფულის" სამრეცხაო?

"დაახლოებით ერთ თვეში ქიბარ ხალვაში ჩამოვა და თავის საწარმოს აამუშავებს"

გია გვიჩიანი: "ვანო მერაბიშვილმა ცოლის დანაშაულის მისაჩქმალავად დამაპატიმრა"

"გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, სარჩელი შევიტანო სასამართლოში და ფარდა ავხადო იმას, რატომ იყო წლების განმავლობაში ჩაბნელებული საქართველო და რატომ გაიზარდა ასე დენის ტარიფი. ეს მაფია დღესაც აკონტროლებს არა მარტო ენერგეტიკას, არამედ სხვა სფეროებსაც"

"ოღონდ არ გავეუპატიურებინე და ათი კაცის მკვლელობას დავიბრალებდი"

"ოლეგ ფაცაციამ "დუბინკით" დამილეწა ფეხები"

ასტროლოგი რამაზ გიგაური: დაბადების საათი და პიროვნული თვისებები

თქვენი ხასიათი და შესაძლებლობები ხშირად იმაზეა დამოკიდებული, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში დაიბადეთ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები