გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად ლაშა ტუღუშს ისურვებდა

გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად ლაშა ტუღუშს ისურვებდა

საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-ზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად, ლაშა ტუღუშს ისურვებდა.

კითხვაზე, ვის ისურვებდით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად, გამოკითხულთა 38%-მა ხმა ლაშა ტუღუშს მისცა, 34,2%-მა - ია ანთაძეს, 12%-მა - გია ჭანტურიას, 9,1%-მა - ზვიად ქორიძეს, ხოლო 6,6%-მა - შორენა შავერდაშვილს.

გამოკითხვა საინფორმაციო პორტალზე "ამბები.გე" 25 ოქტომბრის 13:00 საათიდან 26 ოქტომბრის 13:00 საათამდე მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1271-მა მკითხველმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები