"M2 იპოდრომზე" მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს

"M2 იპოდრომზე" მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს

საცხოვრებელი კომპლექსის "M2 იპოდრომზე" მშენებლობა, რომელიც 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო, მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია 17 000 მ³-ზე მეტი ბეტონი და აშენებულია დაახლოებით 40 000 მ² კარკასი, რაც სამშენებლო კომპლექსის მთლიანი მოცულობის 62%-ზე მეტია.

"M2 იპოდრომზე", რომელიც თამარაშვილის ქ. N13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან შენდება, 9 დამოუკიდებელი შენობისგან (კორპუსისგან) შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის ბინების ფართობი 47 მ²-სა და 172 მ²-ს შორის მერყეობს, თუმცა ნებისმიერი ბინის პროექტში შესაძლებელია შესწორების შეტანა მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. რემონტის შესრულებისას გათვალისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება.

კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთან, პროცესზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. "M2 იპოდრომთან" დასრულებული რემონტით 2014 წლის სექტემბრის ბოლოს ბარდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა