საფუძვლიანი განათლების მიღების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ინგლისურენოვან განათლებას. ამ ენაზე სასურველი სასწავლო პროგრამის შერჩევა და მასალების მოძიება გაცილებით მარტივია, ვიდრე მშობლიურ ენაზე. შესაბამისად, მიღებული განათლება (უმეტეს სფეროში) უფრო ღრმა და საფუძვლიანია. საბედნიეროდ, ამ ტენდენციამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. სულ უფრო ხშირად გვესმის ახალგაზრდების საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრების შესახებ.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF მოკლედ მოგითხრობთ იმ საერთაშორისო გამოცდების შესახებ, რომელთა ჩაბარებაც საჭიროა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.
თავდაპირველად აუცილებელია ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლა. შემდეგი ეტაპია საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდების ჩაბარება, რომელთა საშუალებითაც დგინდება აპლიკანტის ინგლისური ენის ცოდნის დონე და მისი აკადემიური შესაძლებლობები.
ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდებია: TOEFL (Test of English as a Foreign Language), რომელიც თითქმის 40 წლის წინ გამოჩნდა და IELTS (International English Language Testing System), რომელიც შედგენილია 1990 წელს, ბრიტანეთის საბჭოს ძალისხმევით.
"TOEFL - ეს ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტია. იგი აფასებს ინგლისურის, როგორც უცხო ენის, ცოდნის დონეს. ის ამოწმებს თუ რამდენად არის მზად უცხოელი მოსწავლე ინგლისურენოვან აკადემიურ გარემოში სწავლისათვის. რაც შეეხება IELTS-ს, მას იგივე მიზანი აქვს, თუმცა უფრო ზოგადია და არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური, საუნივერსიტეტო საკითხებით. ეს შედარებით ახალი ტესტია, რომელიც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული საერთაშორისო საზოგადოებაში. ორივე სერთიფიკატი აქტიურია მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ საჭიროა ინგლისური ენის დონის ხელმეორედ დადასტურება", - ედვარდ კოლინსონი Central Saint Martins College of Art and Design-ის კურსდამთავრებული - ინგლისური ენის, TOEFL-ისა და IELTS -ის პედაგოგი ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ში.
ექსპერტების შეფასებით, TOEFL-ი უფრო თეორიული გამოცდაა და ამიტომ მის ჩაბარებას თეორიულად კარგად მომზადებულ ადამიანებს ურჩევენ. პრაქტიკოსი და კომუნიკაბელური ადამიანებისთვის კი, უფრო ადვილია IELTS-ის ჩაბარება. ორივე შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
კიდევ ერთი ტესტია SAT, რომელიც ერთგვარ მისაღებ გამოცდას წარმოადგენს ამერიკულ უნივერსიტეტებში (აშშ-სა და ევროპაში).
"SAT-ი შექმნილია უშუალოდ ამერიკელი მოსწავლეებისათვის, ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურია. გამოცდა ამერიკული განათლების სისტემასა და სასკოლო პროგრამას ეყრდნობა. უნივერსიტეტში მიღებისას, სკოლის მაღალ კლასებში მიღებული ნიშნების საშუალო მაჩვენებელთან ერთად, SAT-ის ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვინც ამერიკაში სწავლას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა ჩააბაროს SAT-ი TOEFL-თან ან IELTS-თან ერთად. იმისათვის რომ უცხოელმა სტუდენტებმა ამერიკელ სტუდენტებს კონკურენცია გაუწიონ, ისინი ინგლისურს თავისუფლად უნდა ფლობდნენ და სკოლის პროგრამაც ზედმიწევნით კარგად უნდა ჰქონდეთ გავლილი. აბიტურიენტებს ხშირად რამდენჯერმე უწევთ ამ გამოცდის ჩაბარება, რათა მიიღონ სასურველი შედეგი. შედეგში იგულისხმება იმ ბარიერის დაკმაყოფილება, რომელიც აპლიკანტის მიერ ამორჩეულ უმაღლესს აქვს დაწესებული. ტესტის ჩაბარება წელიწადში 7-ჯერ არის შესაძლებელი", - ჰარშ სოდი Williams College-ის კურსდამთავრებული - TOEFL-ისა და SAT -ის პედაგოგი ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ში.
"ჩვენი მიზანია ვასწავლოთ ხარისხიანად და გავამართლოთ ჩვენი დევიზი: "შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ". უახლესი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და გამოცდილი ქართველი და უცხოელი პედაგოგების დახმარებით ამას კარგად ვართმევთ თავს. ჩვენი სტუდენტები საუკეთესო შეფასებებს იღებენ TOEFL, IELTS , SAT, GMAT და GRE-ს სასერთიფიკატო გამოცდებში. ნოვატორული სერვისის College Counseling-ის დახმარებით კი წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში", - ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის ხელმძღვანელი გიორგი ჩავლეიშვილი.
და ბოლოს, სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი ადამიანი ინგლისურ ენას სწავლობს.
კონკრეტული შეკითხვების, რჩევებისა და სწავლით დაინტერესებულთათვის:
მისამართი: ვაკე - ბარნოვის ქ. N73; საბურთალო - ჩერქეზიშვილი ქ. N4;
ვებ-გვერდი: www.leaf.ge; ბლოგი: blog.leaf.ge
ტელეფონი: 222 06 69; 237 70 08;
R