ქართულ ბაზარზე NewYorker-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

ქართულ ბაზარზე NewYorker-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

ქართულ ბაზარზე მსოფლიო ბრენდის NewYorker-ის წარმომადგენლობა გაიხსნა. პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" განთავსდა.

მსოფლიო ბრენდი NewYorker-ი რამდენიმე ქვებრენდს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებელს ერთდროულად სპორტულ, ელეგანტურ და თავისუფალი სტილის ტანსაცმელს სთავაზობენ. ფასები საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

NewYorker-ი მსოფლიოს 35 ქვეყანაში 948 მაღაზიითაა წარმოდგენილი. მას 16 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და თვეში 4 მლნ მომხმარებელს ემსახურება.

"თბილისი მოლში" რამდენიმე ცნობილი ბრენდის მაღაზია მოქმედებს, მათ შორის, Zara, Massimo Duttti, Bershka, Stradivarius, Iyosho, Pull and Bear, Banana Republic, Aldo, GAP, Charles and Keith და სხვა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა