"საბას" ელექტრონული წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი

"საბას" ელექტრონული წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი

"საბას" ელექტრონული წიგნების სახლში წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი. ეს ახალი ფუნქცია "საბას" მკითხველებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის ელექტრონული წიგნების კითხვას.

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" www.saba.com.ge 3 თვის წინ შეიქმნა და საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია "საბას" სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე სხვა პოპულარულ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.

www.saba.com.ge-ზე უკვე დევს "საბას" ორიგინალური წამკითხველი Saba Reader, რომლის გადმოწერაც მომხმარებელს უფასოდ შეუძლია. Saba Reader-ის ჩამოტვირთვის შემდეგ, საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა მათთვის უკვე ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომი ხდება!

Saba Reader მოხერხებული და კომფორტული წამკითხველია, რომელიც სინქრონიზებულია მომხმარებლის მიერ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში გახსნილ პირად ონლაინ ბიბლიოთეკასთან - ყველა წიგნი, რომელიც შეძენილი გაქვთ, ან ამის შემდეგ შეიძენთ, ავტომატურად განთავსდება Saba Reader-ში თქვენს ვირტუალურ თაროზე და მათ წაკითხვას შეძლებთ ნებისმიერ ადგილას, ინტერნეტის გარეშე, პირადი კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით.

სულ მალე "საბას" ელექტრონული წიგნების სახლი ანალოგიური სიახლეს iPhone და iPad-ისთვისაც გეგმავს.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო