უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა

უკრაინულმა საიტმა "მშვიდობის ხიდი" 13 ყველაზე უჩვეულო ხიდთა სიაში შეიტანა

თბილისის საფეხმავლო "მშვიდობის ხიდი" უკრაინულმა საიტმა techno.bigmir.net-მა 13 ყველაზე უჩვეულო ხიდების სიაში შეიტანა. როგორც საიტი წერს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდი, რომლის სიგრძე 156 მეტრია, ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ისტორიულ და ახალ უბნებს. საიტის სიაში მშვიდობის ხიდმა მე-12 ადგილი დაიკავა.

"საფეხმავლო მშვიდობის ხიდი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობაა. ნორმან ფოსტერის სტილში გადაწყვეტილი, მინის პანელებით გადაფარული ხიდი იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ, ფრანგ დიზაინერთან, ფილიპ მარტინოსთან ერთად დააპროექტა. ხიდის კონსტრუქციაში განათების საინტერესო სისტემაა ჩამონტაჟებული: საღამოს საათებში 30 000 ნათურა მორზეს ანბანით, ხიდის ორივე მოაჯირზე შეტყობინების ტრანსლირებას ახდენს. შეტყობინება მენდელეევის პერიოდულობის სისტემის ელემენტების სახელებისგან შედგება. არქიტექტორის თქმით, "ეს არის შეტყობინება - სიცოცხლისა და მშვიდობის ჰიმნი, ადამიანებსა და ერებს შორის", - წერს საიტი.

როგორც საიტი იუწყება, უამრავმა ადამიანმა ეს ხიდი პარიზის ეიფელის კოშკს შეადარა, რომელმაც თავის დროზე მაღალტექნოლოგიური არქიტექტურა და ქვეყნის ისტორიული მონაპოვარი გააერთიანა და ამით პარიზის არქიტექტურული ფორმები მთლიანად შეცვალა.

სია ასე გამოიყურება:

Leonardo da Vinci brua - ნორვეგია. სიგრძე 50 მეტრი. არქიტექტორები: ლეონარდო და ვინჩი, ვებორნ სანდი, ტარია კოსკინენი, კნუტ სალბერგი. ამ ხიდის ესკიზი ლეონარდო და ვინჩიმ 1502 წელს შექმნა.

Royal Gorge Bridge - აშშ, დიდი კანიონი. სიგრძე - 366 მეტრი. სიმაღლე - 321 მეტრი. არქიტექტორები: ჯორჯ კოული, ფრენკ სტელი. ეს ხიდი არკანზასის მდინარის დიდ კანიონზეა გადადებული. ეს კანიონი ცნობილი XIX საუკუნეში გახდა. აქ თვითნაბადი ვერცხლი აღმოაჩინეს.

Storseisundet bru - ნორვეგია. სიგრძე - 260 მეტრი. არქიტექტორი: ჯოშ ჰოლტი.

Slauerhoffbrug - ნიდერლანდი. სიგრძე - 15 მეტრი. არქიტექტორი: კომპანია Van Driel Mechatronica. ეს ხიდი გიგანტური ექსკავატორის როლსაც ასრულებს.

Gateshead Millennium Bridge - დიდი ბრიტანეთი. სიგრძე - 126 მეტრი. არქიტექტორები: კრის ვილკინსონი, ჯიმ ეირი. ხიდი მაღლა იწევა, რათა გზა გემებს დაუთმოს.

Wasserstraßenkreuz Magdeburg - გერმანია. სიგრძე - 918 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია Ingenieurbüro Grassl GmbH Beratende Ingenieure Bauwesen. ხიდი ლაინერებისთვის შეიქმნა, ის წყლითაა სავსე და არხის როლსაც ასრულებს.

Langkawi Sky Bridge - მალაიზია. სიგრძე - 125 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია Peter Wyss, Höltschi & Schurter Dipl. Ing. ETH/SIA AG.

Rolling Bridge - დიდი ბრიტანეთი. სიგრძე - 12 მეტრი. არქიტექტორები: ტომას ჰივერვიკი, ენტონი ჰანტი, პეკმან ლუკასი. ეს მრგვალი კონსტრუქციაა, ხოლო კვირაში ერთხელ იშლება და ხიდად იქცევა.

Henderson Waves - სინგაპური. სიგრძე - 247 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია IJP Corp., RSP Architects Planners and Engineers ltd. ის ყურადღებას დიზაინით იქცევს და ამავდროულად სინგაპურის ყველაზე მაღალი ხიდია.

Gesher Ha-Meitarim - ისრაელი. სიგრძე - 360 მეტრი. არქიტექტორი: სანტიაგო კალატრავა.

Pont Gustave-Flaubert - საფრანგეთი. სიგრძე - 670 მეტრი. არქიტექტორები: ემრიკ ზუბლენი, მიშელ ვირლოჟო, ფრანსუა ჟილარი.

Moses Bridge – ნიდერლანდი. სიგრძე - 51 მეტრი. არქიტექტორები: კომპანია RO&AD Architects. ეს ხიდი მთლიანად წყალშია მოთავსებული.

მომზადებულია techno.bigmir.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს