ნოდარ მელაძე მაყურებელს დაემშვიდობა

ნოდარ მელაძე მაყურებელს დაემშვიდობა

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ”იმედიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც ტელეწამყვანმა "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა, მან მადლობა გადაუხადა მაყურებელს და გუნდს, რომელიც მასთან ერთად "იმედის" 9 სატელევიზიო სეზონის განმავლობაში მუშაობდა. ტელეწამყვანმა წარმატება უსურვა "ქრონიკის" ახალ გუნდს.

მელაძე იმედოვნებს, რომ კვლავ განაახლებს ჟურნალისტურ საქმიანობას: "მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს, რომ ისევ შევძლებ გითხრათ - "გამარჯობა, ეს არის მთავარი დღეს!"

ტელეწამყვანს არ დაუკონკრეტებია, რომელ არხზე აპირებს გადასვლას.

"ეს ყველაფერი ფრაგმენტებია, ცხოვრება ამით არ სრულდება. უბრალოდ, ის ბევრი სასიამოვნო და უსიამოვნო ფრაგმენტისაგან შედგება. ეს არის რეალიზმი, რომელიც უნდა მივიღოთ, მოვერგოთ და პატივი ვცეთ", - წერს ნოდარ მელაძე.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები