ვინც ფიქრობს, რომ რეკლამა საკმაოდ ძვირი სერვისია და ამიტომ მხოლოდ "რჩეულთა ხვედრია", უბრალოდ ძალიან ცდება. დღეს, პროდუქტისა და სერვისის ცნობადობის ზრდის უამრავი თანამედროვე შესაძლებლობა არსებობს, ერთდროულად იაფიც და ეფექტურიც.
სარეკლამო მიზნებისთვის ინტერნეტსივრცის გამოყენება სულ უფრო ხშირად და აქტიურად ხდება. ვირტუალურ სამყაროში ხშირად გვხვდება ათასგვარი სარეკლამო ბანერები, სლოგანები, ილუსტრაციები თუ სხვა სახის ვიზუალური რეკლამა, მაგრამ ყველაზე ინფორმაციული ტექსტური რეკლამაა. ამიტომ, როცა ბევრის თქმა გინდა, სიტყვის ძალას არაფერი შეედრება.
ტექსტური რეკლამა ინტერნეტრეკლამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობაა და ამჟამად მის წილად, ინტერნეტში განთავსებული რეკლამის 65% მოდის. ინტერნეტს დღეს ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს, ამიტომ გზავნილი, რომელიც ტექსტური რეკლამის საშუალებით შეგიძლიათ გაავრცელოთ, მსოფლიოს მოივლის, მაგრამ აუცილებლად მივა თქვენს პოტენციურ მომხმარებლამდე. ტექსტური რეკლამის პოპულარობა მცირე ხარჯის და ეფექტურობის შედეგია. ჩვეულებისამებრ, ასეთი სარეკლამო ტექსტის განთავსება ვებ-გვერდის სარეკლამო ბლოკში ხდება და შეიცავს მოკლე, მაგრამ ნათელ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის, სერვისის შესახებ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ შეგიძლიათ თავად შეადგინოთ სარეკლამო ტექსტი, თავად განათავსოთ სასურველ ვებგვერდზე, თავად განსაზღვროთ და აკონტროლოს სარეკლამო ბიუჯეტი. უნდა გახსოვდეთ, რომ ის ვინც ტექსტურ რეკლამას ირჩევს, მხოლოდ რეკლამის პოტენციურ მომხმარებელში იხდის ფულს. ამას განაპირობებს ტექსტური რეკლამის ზუსტი, მიზანმიმართული, სწორედ ამ აუდიტორიაზე გათვლილი გზავნილი, რომლის დაინტერესებაც რეკლამის დამკვეთს სურს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი აუცლებლად ინტერესდება, "დააკლიკებს" და მოხვდება დამკვეთი კომპანიის ვებგვერდზე, სადაც უფრო დეტალურად გაეცნობა შეთავაზებულ პროდუტს თუ სერვისს. სარეკლამო ბიუჯეტის გახარჯვა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ პოტენციური მომხმარებელი დაინტერესდება, "დააკლიკებს" რეკლამაზე და შესაბამისად გაეცნობა კიდეც მას. "კლიკის" საფასური დამოკიდებულია საიტის რეიტინგსა და მის მიზნობრივა აუდიტორიაზე.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზუსტად მიმართოთ თქვენი რეკლამის მიზნობრივ სეგმენტს, ტექსტური რეკლამა გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ რეკლამის დაწყების და დასრულების თარიღი, მისი გავრცელები დღე, საათი და ქვეყნები. რეკლამის განთავსების მსურველს ასევე თავად შეუძლია აირჩიოთ სასურველი ვებსივრცე და პარტნიორი საიტები, სადაც რეკლამის განთავსება სურს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია ტექსტური რეკლამის სრულის სტატისტიკის კონტროლი: "კლიკების" რაოდენობა, ნახვა და ეფექტურობა. შესაძლებელია უკვე განთავსებული რეკლამის რედაქტირება, წაშლა და დროებით შეჩერება.
adword.ge გაძლევთ შესაძლებლობას განათავსოთ ტექსტური რეკლამა ყველაზე რეიტინგულ საიტებზე და დახარჯოთ სარეკლამო თანხა მხოლოდ რეალურ მომხმარებელზე და რეალურ სარეკლამო დროში. adword.ge-ს პარტნიორი საიტებია ისეთი პოპულარული ვებგვერდები, როგორც ამბები.გე, იპნ.გე, კვირის პალიტრა.გე, პალიტრატვ.გე, მკურნალი გე და აშ. adword.ge გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია და წარმატებისკენ მიმავალი გზა ხსნილია. ტექსტური რეკლამა მცირე ხარჯით მიღებული მაღალი შედეგია. თანაც თავად მართავთ სარეკლამო კამპანიას და ითვლით შედეგებს. სურვილის შემთვევაში, adword.ge-ს ადმინისტრაცია უსასყიდლოდ დაგეხმარებათ რეკლამის განთავსებაში, მართვასა და ბალანსის შევსებაში.
R