Levi's-ის ჯინსები პლასტმასის ბოთლებისგან დამზადდება

Levi's-ის ჯინსები პლასტმასის ბოთლებისგან დამზადდება

მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა Levi Strauss & Co-მ ახალი კოლექცია წარმოადგინა. კოლექციას სახელად Waste (ნარჩენები) ქვია და მათი 20% გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგანაა შექმნილი.

ამ იდეის განსახორციელებლად ნარჩენები ერთად მუშავდება, შემდეგ ფერის მიხედვით ხარისხდება და იპრესება ერთნაირ მასამდე, რომლისგანაც პოლიესტერის ბოჭკოები მზადდება. ბოჭკოები ბამბას ემატება და ქსოვილის გამძლეობას ზრდის.

პლასტმასის ბოთლების სხვადასხვა ფერის გამო, ჯინსებს სხვადასხვანაირი შეფერილობა ექნებათ. ერთი ჯინსის შარვლის დასამზადებლად კომპანია 8 პლასტმასის ბოთლს გამოიყენებს.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს