"ბარამბო" ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს

"ბარამბო" ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს

კომპანია "ბარამბო" ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს. მენეჯმენტის ინფორმაციით, მომდევნო წლიდან დაგეგმილია ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება და კარტოფილის ჩიფსების წარმოება. "ბაზარი შევისწავლეთ და ეს ჩვენთვის საინტერესოა", - ამბობენ კომპანიაში.

"ბარამბო" საკუთარი წარმოების ნედლეულს გამოიყენებს, რაც ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს.

პროექტი ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად დამზადდა.

"საქართველოს სწრაფი კვების პროდუქტების ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მათ შორის ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა კარტოფილის ჩიფსზე. შესაბამისად, იზრდება აღნიშნული პროდუქტის იმპორტი, რომელიც დღეისთვის აკმაყოფილებს საქართველოს ბაზრის მოთხოვნის 100%-ს, "ბარამბო" ქართული ჩიფსებით იმპორტის მნიშვნელოვანი წილის ჩანაცვლებას გეგმავს", - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა