"ელექტონიკა" რეგიონებში გაფართოვებას განაგრძობს

"ელექტონიკა" რეგიონებში გაფართოვებას განაგრძობს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "ელექტონიკა" რეგიონებში გაფართოვებას განაგრძობს. ახალი ფილიალი ჩხოროწყუში ამოქმედდება. ახალ მაღაზიაში ადგილობრივებს მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების საყოფაცხოვრებო და აუდიო ტექნიკის შეძენა შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ფილიალები ქობულეთსა და ოზურგეთში გახსნა.

ამ დროისთვის "ელექტრონიკა" ქართულ ბაზარზე 17 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათგან 8 თბილისში მდებარეობს, ხოლო 9 რეგიონების მასშტაბით მოქმედებს.

"ელექტონიკა" მომხმარებელს "ინდეზიტის", "ჰოტ პოინტ არისტონის", "სამსუნგის", "დელოუგის" საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს. ქსელში ასევე წარმოდგენილია "ტოშიბას", "სონისა" და "ფილიფსის" ტევე-აუდიო ტექნიკა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

შედარებით დაბალი საფასო სეგმენტისთვის კომპანია "პრიმასა" და "ტომსონის" ტელევიზორებს ყიდის, რომელთა ფასები 200 ლარიდან იწყება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა