"სიბირმა" მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა

"სიბირმა" მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა

მოსკოვის მიმართულებით ფრენები კიდევ ერთმა კომპანიამ აღადგინა. ავიაკომპანია "სიბირმა" მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა.

პირველი რეისი მოსკოვი-ქუთაისი მიმართულებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკვე განხორციელდა.

საწყის ეტაპზე რეისები "აირბუს-319"-ით კვირაში ერთხელ - კვირაობით განხორციელდება, წლის ბოლოს კი - კვირაში ორჯერ.

ავიაკომპანია "სიბირი" კვირაში ერთხელ რეისებს ბათუმის მიმართულებითაც ასრულებს, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კი რეისები ყოველდღიურად სრულდება.

მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის გამო შეჩერდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა