2012 წლის 10 ნოემბერს "აი სი ჯგუფს" 7 წელი შეუსრულდა. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს სადაზღვევო ბაზარზე და ღირსეულ ადგილს იკავებს ლიდერ სადაზღვევო კომპანიებს შორის.
"აი სი ჯგუფი" უნივერსალური სადაზღვევო კომპანიაა, რომლის პორტფელი დივერსიფიცირებულია როგორც სიცოცხლის, აგრეთვე არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით. კომპანიაში დაზღვეულთა რაოდენობა დღევანდელი მდგომარეობით 300,000-ს აჭარბებს. კომპანიის ძირითად მიმართულებას როგორც საცალო, ასევე კორპორატიული კლიენტების მომსახურება წარმოადგენს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში "აი სი ჯგუფი" განსაკუთრებით გააქტიურდა სადაზღვევო ბაზარზე. განხორციელდა მსხვილი ლოკალური და საერთაშორისო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდას და პროდუქტების განახლებული შეთავაზებების ფორმირებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებას და რაც მთავარია სოციალურ პროექტებს.
მიმდინარე წელს "აი სი ჯგუფი" CCIFG (Chamber of Commmerce and Industry France - Georgia)-ს წევრი გახდა. CCIFG არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქმიანი ურთიერთობების გამყარება საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ის არის უმსხვილესი კერძო ქსელი საფრანგეთში, რომელშიც 25,000-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული.
აღსანიშნავია "აი სი ჯგუფისა" და ბელორუსის წამყვან სადაზღვევო კომპანია "ბელგოსტრახს" შორის თანამშრომლობის დაწყება. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ბელორუსის რესპუბლიკაში მიმავალ ქართველ ტურისტებს კომპანია ექსლუზიურად დააზღვევს .ახალი პროექტის ფარგლებში ყველას, ვინც "აისი ჯგუფში" შეიძენს სამოგზაურო დაზღვევის პოლისს, შესაძლებლობა ექნება დაცულად იმოგზაუროს ბელორუსში და აიცილოს თავიდან ზედმეტი ფინანსური დანაკარგები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ან ბარგის დაკარგვის გამო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "აი სი ჯგუფის" აქტიური ჩართულობა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში. კომპანიამ საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მშენებლობა საქართველოს 7რეგიონში განახორციელა. 2012 წლიდან ონის, ამბროლაურის, მესტიის, დმანისის, ცაგერის, ხაშურის და ბოლნისის მოსახლეობას თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და განახლებული სამედიცინო დაწესებულებები ემსახურება. აღსანიშნავია საავადმყოფოების პაციენტების საკმაოდ დიდი მაჩვენებლები. ხაშურის საავადმყოფოს უკვე 57000-მდე პაციენტი ჰყავს მიღებული, ბოლნისის საავადმყოფოს - 16000-მდე, ხოლო ამბროლაურისას - 21000-მდე. აღნიშნული პაციენტებიდან უმეტესობა "აი სი ჯგუფის" სადაზღვევო პოლისით სარგებლობს.
"აი სი ჯგუფი" აქტიურად იყო ჩართული სოციალურ პროექტებშიც. კომპანიამ 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,ხაშურისა და ბოლნისის მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ბავშვთა უფასო გამოკვლევები განახორციელა."აი სი ჯგუფი" ნათლად გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას მისი სამოქმედო რეგიონების მოსახლეობის მიმართ. განხორციელებული პროექტი პირდაპირ იყო მიმართული რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონის ასამაღლებლად.
მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფის" სოციალური პროექტი, რომელიც 2012 წლის ზამთარში გუდაურის განვითარების ფონდთან ერთად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გუდაურის ყველა დამსვენებელი, სრულიად უფასოდ,ავტომატურად დაეზღვია "აი სი ჯგუფში" სპორტული ტრავმებისგან.
"აი სი ჯგუფი" კვლავ განაგრძობდა ახალგაზრდა თაობასთან თანამშრომლობას. კომპანიამ სექტემბერში სტუდენტებს ახალი პროექტი "გააქტიურდი" შესთავაზა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ კომპანიის საცალო გაყიდვების სამსახურში, შეესწავლათ სადაზღვევო საქმე და მიეღოთ დამატებითი შემოსავალი.პროექტმა ხელი შუწყო ახალგაზრდების და მათი მეგობრების აქტიურ ჩართულობას "აი სი ჯგუფის" გარე გაყიდვებში და მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი.
"აი სი ჯგუფი" მუდმივად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა სადაზღვევო ბაზარზე განვითარება, სტაბილურობა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
(R)