თინა კანდელაკს დაბადების დღეზე "აუდი" აჩუქეს

თინა კანდელაკს დაბადების დღეზე "აუდი" აჩუქეს

10 ნოემბერს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში 37-ე დაბადების დღე აღნიშნა. თინამ "ტვიტერში" წვეულებაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის მისი ყველაზე ძვირაღირებული საჩუქრის ფოტოც. ტელეწამყვანს "აუდის" ფირმის ავტომობილი აჩუქეს.

"ყველაზე მთავარი BD საჩუქარი. "ტინამობილი". 6 ლ, w12", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ფოტოს ტელეწამყვანმა.

თინამ მილოცვისთვის ყველა მეგობარსა და სტუმარს მადლობა გადაუხადა.

"იმდენი შეტყობინება მივიღე თქვენგან, იმდენი თბილი სიტყვა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის! მე ბედნიერი ვარ!", - წერს კანდელაკი.

ჟურნალისტმა ძვირფასი საჩუქრის ავტორი არ გაამხილა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები