The Telegraph თერმომგრძნობიარე გარეკანით დაიბეჭდება

The Telegraph თერმომგრძნობიარე გარეკანით დაიბეჭდება

ბრიტანული ჟურნალი The Telegraph, რომელიც გაზეთ The Daily Telegraph-ს ერთვის, სპეციალური, თერმომგრძნობიარე გარეკანით გამოვა. ამის შესახებ Brand Republic-ი იტყობინება.

თერმომგრძნობიარე გარეკანი საქველმოქმედო მოძრაობა Spread the Warmth-ის (გაავრცელე სითბო) სარეკლამო კამპანიის ნაწილია და შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. მასზე ასაკოვანი ქალია გამოსახული, რომელიც მისაღებ ოთახში ზის. როგორც კი ყდას ადამიანი ეხება, მასზე გამოსახული კონკრეტული ნივთები ფერს იცვლის და ფორთოხლისფერი ხდება.

ამ გზით ჟურნალი The Telegraph-ი და საქველმოქმედო ორგანიზაცია Age UK, მოხუცების დასახმარებლად თანხის შეგროვებას აპირებენ. თერმომგრძნობიარე გარეკანით გაფორმებული ჟურნალი გაყიდვაში 17 ნოემბერს გამოვა.

მომზადებულია Brand Republic-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები