"ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა

"ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა

"ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა. ახალი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივანზე განთავსდა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, ღუდუშაურის კლინიკის ჩასახვევთან მდებარე საფირმო მაღაზია მომხმარებელს  "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების გარდა, საერთაშორისო წარმოების პროდუქციის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს.

"სავაჭრო ობიექტი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა, შესაბამისად, როგორც თბილისის მაცხოვრებლებს, ასევე ქალაქიდან გამსვლელ მგზავრებს ეძლევათ შესაძლებლობა მათთვის სასურველი უგემრიელესი პროდუქცია გზად - ყველაზე კომფორტულ გარემოში შეიძინონ", - აცხადებენ "ნიკორაში".

"ნიკორა"  ხორცპროდუქტების ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელითაა წარმოდგენილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა