"სმარტი" ერთგულ მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს

"სმარტი" ერთგულ მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს

რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტი "სმარტი" ერთგულ მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს. 10 დეკემბრის ჩათვლით "სმარტში" ნებისმიერი პროდუქტის შეძენა 10%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. "სმარტი" ერთგულ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სპეციალური შეთავაზებებითა და სიახლეებით.

აქციის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მდებარე "სმარტში" 30 000 პროდუქტისა და 150-მდე მზა კერძის შეძენა თბილისში ყველაზე დაბალ ფასად შეგიძლიათ.

"სადღესასწაულო ტორტები და ნამცხვრები, ყოველდღიურად ახალი ხორცი და თევზეული, ხილ-ბოსტანი, ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები თბილისის ცენტრში ყოველდღიურ თუ ყოველკვირეულ საყიდლებზე მოსულ მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. "სმარტი" და სუპერმარკეტში მდებარე კაფეტერია 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს. გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე ფოსტის ყოფილ შენობასთან სამ მხარეს შექმნილი პარკირების ზონა 150-მდე ავტომობილის გაჩერების საშუალებას იძლევა", - აცხადებენ "სმარტში".

საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში ახლადგახსნილი სუპერმარკეტი "სმარტი" სამ სართულზეა განთავსებული. გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანი, "სმარტ კაფე" გერმანული და ქართული ტექნოლოგიებით გამომცხვარი საკონდიტრო პროდუქტებით, მზა კერძები და სასმელები, ინტერნეტ (WIFI) ზონა და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომხმარებელს სრულ კომფორტს მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან უქმნის.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა