"ამბები.გე" ონლაინ-პრესკონფერენციის ფორმატს ცვლის

"ამბები.გე" ონლაინ-პრესკონფერენციის ფორმატს ცვლის

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "ამბები.გე" მკითხველს რუბრიკა "ონლაინ პრესკონფერენციას" განახლებული ფორმატით სთავაზობს. საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე მკითხველის დასმულ შეკითხვებს რესპოდენტები მოკლე ვადაში - ერთი კვირის განმავლობაში უპასუხებენ. პასუხების წერილობითი ვერსიის გარდა, რომელიც "ამბები.გე"-ზე განთავსდება, მომზადდება ინტერვიუს ვიდეო და აუდიო ვერსიაც. მისი გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს "პალიტრა.ტვ"-ს (palitratv.ge) ვებგვერდზე ექნება.

რესპონდენტებისთვის კითხვების დასმა შესაძლებელია როგორც პორტალზე, ასევე "ამბები.გე"-ს ფეისბუქის გვერდის საშუალებით.

იხილეთ ბმული

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები