"ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ამით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს გა­ი­ჭუჭყ­ი­ა­ნე­ბენ"

"ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ამით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს გა­ი­ჭუჭყ­ი­ა­ნე­ბენ"

15 ოქ­ტომ­ბერს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" (N42) და­ი­ბეჭ­და ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო-­საზღ­ვაო ძა­ლე­ბის სარ­დლის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს­თან, ამ­ჟა­მად ძებ­ნილ ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე­სა და ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს­თან, სა­ხელ­წო­დე­ბით "ცი­ხის სკან­და­ლის სკან­და­ლუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა", რომ­ლის ავ­ტო­რიც ამა­ვე გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ასა­თი­ა­ნი გახ­ლავთ. ერ­თი თვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტმა ირ­მა ინაშ­ვილ­მა ჯერ გა­ზეთ "კვი­რის ქრო­ნი­კის", შემ­დეგ კი "ა­ლი­ას" (N87 13.11.2012 წ.) ფურ­ცლე­ბი­დან (და­ფი­ნან­სე­ბულ მა­სა­ლა­ში) ეკა ასა­თი­ა­ნის მი­სა­მარ­თით გა­ნაცხ­ა­და, "ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკა ასა­თი­ან­მა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვით "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" დაკ­ვე­თი­ლი სტა­ტია და­ბეჭ­და". რა მო­ტი­ვი ამოძ­რა­ვებ­და ინაშ­ვილს, რა­ტომ აღეძ­რა სურ­ვი­ლი ერ­თი თვის შემ­დეგ ეპა­სუ­ხა კო­ლე­გის­თვის, ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი ორი­ვე ჟურ­ნა­ლისტს ვთხო­ვეთ:

ირ­მა ინაშ­ვი­ლი: - რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, არა მხო­ლოდ ორი­ვე მხა­რეს უნ­და სთხო­ვო კო­მენ­ტა­რი, არა­მედ სა­კითხ­იც უნ­და შე­ის­წავ­ლო და მო­ი­პო­ვო მეტ­-ნაკ­ლე­ბად ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა. ნე­ბის­მი­ერ ვერ­სი­ა­სა თუ მო­საზ­რე­ბა­ზე სტა­ტი­ის აგე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. მე კი მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დულ, არა­სა­ჭი­რო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე იყო აგე­ბუ­ლი. ჩე­მი კო­მენ­ტა­რიც კი ხე­ლოვ­ნუ­რად იყო ჩა­წე­რი­ლი, რად­გან არ უნ­და ვა­კე­თებ­დე კო­მენ­ტარს აბ­სურ­დულ და იდი­ო­ტურ თე­მებ­ზე.

- კო­მენ­ტა­რის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­წე­რა­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

- ვგუ­ლის­ხმობ, რომ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა აბ­სურ­დულ თე­მა­ზე მო­მიხ­და. ჟურ­ნა­ლის­ტი მხო­ლოდ ინ­ტერ­ვი­უს არ უნ­და წერ­დეს, ჟურ­ნა­ლის­ტმა, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­ის­წავ­ლოს სა­კითხ­ი.

ეკა ასა­თი­ა­ნი: - ყვე­ლა­ფე­რი ასე და­იწყ­ო: ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე ლა­დო ბე­დუ­კა­ძე­სა და ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძეს­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვად შე­მეხ­მი­ა­ნენ. მათ გა­ნაცხ­ა­დეს, რომ ირ­მა ინაშ­ვილს პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა­ში წვლი­ლი არ მი­უძღ­ო­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი არ­გუ­მენ­ტი გა­მო­ით­ქვა. ამის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლისტს და­ვუ­რე­კე და მის სა­წი­ნ­ა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ინაშ­ვი­ლი შე­წუ­ხე­ბუ­ლი­ა, სათ­ქმე­ლი და­მა­ჯე­რებ­ლად რომ ვერ გა­მოთ­ქვა. მი­სი კო­მენ­ტა­რი ჩავ­წე­რე ყვე­ლა წე­სე­ბის დაც­ვით, შე­ეძ­ლო ბრალ­დე­ბებ­ზე ეპა­სუ­ხა და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც თა­ვის სი­მარ­თლე­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. გა­უ­გე­ბა­რი­ა, კი­დევ ვის­თან უნ­და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა მი­სი "სი­მარ­თლე"?

გა­ვოც­დი, რომ ირ­მა ინაშ­ვილ­მა 2012 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას ერ­თი თვის შემ­დეგ უპა­სუ­ხა(­?!). კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მა­ო­ცა იმან, რომ მან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლა. მინ­და, მივ­მარ­თო ირ­მა ინაშ­ვილს, უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ირ­მა, იცით კი, რას ნიშ­ნავს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტი?! თუ იცით და მა­ინც ამ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებთ, გა­მო­დის, თვი­თონ ას­რუ­ლებთ მა­ვა­ნის დაკ­ვე­თას. ალ­ბათ, ეს თქვენ­თვის არც ისე ძნე­ლი­ა, რად­გან ბევ­რჯერ და­გა­და­ნა­შა­უ­ლეს დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ არა მგო­ნი­ა სხვებ­ზეც სა­კუ­თა­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან სა­უ­ბა­რი, სწო­რი იყოს. მე კი ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბისა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი საკ­მა­ოდ კარ­გად მაქვს გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. რად­გან სიტყ­ვა "დაკ­ვე­თა" ახ­სე­ნეთ, მა­ინც ჩა­გე­ძი­ე­ბით, ვინ და­მიკ­ვე­თა ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ან რის ფა­სად, იქ­ნებ და­გე­ზუს­ტე­ბი­ნათ...

ინაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თურ­მე რა­ღაც სტა­ტია მო­ვამ­ზა­დე და ამის­თვის ცხრა მხა­რე უნ­და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მას არც ჟან­რე­ბის თე­მის შე­სა­ხებ სმე­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. ქალ­ბა­ტონ ირ­მას ავუხ­სნი, რომ ინ­ტერ­ვიუ არის ერ­თ-ერ­თი ჟან­რი, რო­მე­ლიც სტა­ტი­ა­ში არ უნ­და აგე­რი­ოს. ჩე­მი აზ­რით, მას ის აღელ­ვებს, მი­სი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს ძა­ლი­ან სუს­ტად რომ უპა­სუ­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­მარ­თა და აღია­რა, რომ იც­რუა მა­შინ, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­და, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გად­მომ­ცა პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ო(?!). სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის წინ კი­დევ რა მოკ­ვლე­ვა უნ­და ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა?! რო­გორ გა­მე­გო, ინაშ­ვილ­მა რო­დის იც­რუა და რო­დის - არა?! რო­გორ ჰგო­ნია ქალ­ბა­ტონ ირ­მას, რომ არა გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ასა­თი­ა­ნი, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ალე­ბე­ბით არ გავ­რცელ­დე­ბო­და (გავ­რცელ­და კი­დეც)?! არ გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ მი­სი ცი­ლის­მწა­მებ­ლუ­რი და ღი­რსე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გან­ცხა­დე­ბის გა­მო (რაც "ქრო­ნი­კი­სა" და "ა­ლი­ას" ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ ნომ­რებ­ში და­ი­ბეჭ­და) სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თო. ვეჭ­ვობ, ირ­მა ინაშ­ვილს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ზე პა­სუ­ხის ერ­თი თვის შემ­დეგ გა­ცე­მა, თა­ნაც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტა­ტიით (?!) ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ გახ­სე­ნე­ბი­ა. არ არის გა­მორ­ცხუ­ლი, მან დაკ­ვე­თა მი­ი­ღო, თავს დას­ხმო­და სწო­რედ სან­დო­ო­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­და­რტე­ბის დაც­ვით გა­მორ­ჩე­ულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას და მის ჟურ­ნა­ლისტს. შე­საძ­ლო­ა, ვი­ღა­ცას სურს, ირ­მა ინაშ­ვი­ლის ხე­ლით ეს­რო­ლოს ლა­ფი მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ამ საქ­ცი­ე­ლით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს გა­ი­ჭუჭყ­ი­ა­ნე­ბენ.

ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები