"სმარტ რითეილმა" EBRD-სგან 26 მლნ დოლარის სესხი მიიღო

"სმარტ რითეილმა" EBRD-სგან 26 მლნ დოლარის სესხი მიიღო

კომპანია "სმარტ რითეილმა" EBRD-სგან 26 მლნ დოლარის სესხი მიიღო. როგორც EBRD-ში განმარტავენ, სესხი საშუალებას მისცემს კომპანიას ააშენოს სადისტრიბუციო ცენტრი, ოცდარვამდე სუპერმარკეტი და თანამედროვე სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათი თქმით, პროექტს ენერგო ეფექტურობის კომპონენტი ექნება. სესხის ნაწილი, უფრო ეფექტური ენერგომოხმარების მისაღწევად, თანამედროვე მდგრად ენერგო ტექნოლოგიებში ინვესტირებას  მოხმარდება.

"სიამოვნებით ვეხმარებით საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის ამ ახალ მოთამაშეს, რადგან იგი ცდილობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობას შესთავაზოს მრავალფეროვანი საქონელი კონკურენტულ ფასებში და მაღალი დონის მომსახურება. ამ ბიზნესის გაფართოვება გაზრდის საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნას, ხოლო გაზრდილი კონკურენცია და ახალი სამუშაო ადგილები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის დირექტორმა, ჟილ მეტეტალმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა