"ბეკო" საიუბილეო პროექტებს ახორციელებს

"ბეკო" საიუბილეო პროექტებს ახორციელებს

კომპანია "ბეკო" საიუბილეო პროექტებს ახორციელებს. 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2012 წლის 16 ნოემბერს კომპანიის ორი ახალი მაღაზიის, ახალი სათაო ოფისისა და სერვისცენტრის ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი.

ფილიალები სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში", მარშალ გელოვანის გამზირზე და ისნის სავაჭრო ცენტრში განთავსდა.

ახალი ობიექტების გახსნაზე მიწვეულნი არიან სტუმრები თურქეთიდან: ბრენდ "ბეკოს" მწარმოებელი თურქეთში - კომპანია Arcelik, თურქეთის ელჩი საქართველოში, შპს "ტექნოჰაუსის" ტოპ-მენეჯმენტი, "ბეკოს" დილერები მთელი საქართველოდან და სხვადასხვა წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები.

ცერემონიალის შემდეგ "ტექნოჰაუსი" საიუბილეო ღონისძიებას "თბილისი ივენთ ჰოლში" გამართავს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა