რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის

რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის

მის შესახებ ჭორები ხშირად ვრცელდება, მათი უმეტესობა კი პირად ცხოვრებას უკავშირდება. ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც თქვა: როცა ჩემზე არ ჭორაობენ, საკუთარ თავს ვეკითხები, - აქტუალური აღარ ვარო? აქტუალური ნამდვილად არის. მართალია, მისი შოუ ეთერში აღარ გადის, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ნანუკა ჟორჟოლიანის ტელევიზიაში დაბრუნებას ელოდება.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "იანვარში ბრუნდება ნანუკას შოუ! ცოტა შეცვლილი ფორმატით, მაგრამ დამიჯერეთ, საინტერესო დეტალებით! დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა ამდენი ხანი. ყველას გულწრფელი მადლობა! საკმაოდ მძიმე დღეების გადატანაში ძალიან დამეხმარა თქვენი თანადგომა". ამ დღეებში ნანუკაზე მორიგი ჭორი გავიგე.

ამბობდნენ: ირაკლი კოდუა მეუღლეს დაშორდა და 22 წლის გოგონაზე იქორწინა. ეს ამბავი კოდუამ ერეკლეს მოედანზე მდებარე ბარში, ახლობელ ადამიანებთან ერთად აღნიშნაო...

ირაკლი და ნანუკა 5 წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ საერთო შვილი, საბა ჰყავთ. ამ ზაფხულს ნანუკამ მეუღლის გარეშე, შვილებთან ერთად დაისვენა. ცოლ-ქმრის შესაძლო დაშორებაზე მაშინაც აქტიურად ლაპარაკობდნენ.

- ნანუკა, სოციალურ ქსელში არ აკონკრეტებ, რომელ არხზე გავა "ნანუკას შოუ". ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის?

- ძალიან მინდა გითხრა, რომელ არხზეც გავა, მაგრამ ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. არაერთ არხთან მქონდა მოლაპარაკება. საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და ბოლოს, არჩევანი ერთ-ერთზე შევაჩერე. გადაცემაში იქნება მცირე ცვლილება.

- რუბრიკებს გულისხმობ?

- რა თქმა უნდა! ყოველთვის ვცდილობდი, გადაცემა მომემზადებინა თემაზე, რომელიც იმ კვირაში ყველაზე მეტად იყო აქტუალური და მუშაობას მომავალშიც ასე გავაგრძელებ.

- შეიძლება, შენი გადაცემა "ჯი-დი-ესზე" ვიხილოთ?

- მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ეთერში იანვარში დავბრუნდები!

- ჩემი ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ზე გინდოდა გადასვლა, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღე.

- ეს ინფორმაცია არასწორია. პირიქით - ინიციატივა თავად გამოიჩინეს და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელს შევხვდი; ამას არხის ხელმძღვანელობაც დამიდასტურებს. ვიღაცას მოსწონს თუ არა "ნანუკას შოუ" - ეს სხვა საკითხია, მაგრამ მთავარია ის ციფრი, რომელსაც რეიტინგებში ეს გადაცემა "წერდა". "ნანუკას შოუს" "იმედიდან" ფული კი არ მიჰქონდა, არამედ ტელეკომპანიას მოგებას უტოვებდა. ვადასტურებ, "რუსთავი 2" ჩემი გადაცემით დაინტერესებულია. სხვა საკითხია, როგორ მიიღებს ამას მაია ასათიანი. თუმცა, მან კოლეგიალობა გამოიჩინა...

- "ჯი-დი-ესის" ხელმძღვანელობასაც დაელაპარაკე?

- ამ ტელევიზიასთან და მათ არც ერთ წარმომადგენელთან შეხვედრა არ მქონია.

- შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში თანამშრომლობაზე დათანხმდებოდი?

- გააჩნია, რა ტიპის შემოთავაზებას მივიღებდი. ძალიან ბევრი ადამიანი "ნანუკას შოუს" პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს; გაუთავებლად ლაპარაკობენ, ვინ ვისი ცოლი, ბიძაშვილი და შვილის ნათლიაა... უკაცრავად, მაგრამ როცა შოუ მიმყავდა და სტუდიაში მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათი ცოლები, შვილები მიმყავდა და პოზიტიურ რეკლამას ვუკეთებდი, მაშინ იგივე ნანუკა არ ვიყავი?..

- "იმედი" რესპონდენტებს "გიბლოკავდა"?

- ჩემს არქივს რომ გადახედო, ამას ვერ იტყვი. ქეთი დოლიძე არ მყოლია გადაცემაში, მაგრამ კულტურის მინისტრი - ნიკა რურუა ჩემთან ვინმეს უნახავს? ნიკა რურუას ვინმე "დამიბლოკავდა"? უბრალოდ, ბევრი რესპონდენტის მოწვევა ფიზიკურად ვერ მოვასწარი.

- "ღამის შოუს სტუდია" რამდენიმე გადაცემით "იმედზე" რჩება. თქვენ ერთმანეთს რატომ დაშორდით?

- უკვე 2 წელია, ამ სტუდიასთან აღარ ვთანამშრომლობ.

- შეგიძლია ურთიერთობის გაფუჭების მიზეზზე ილაპარაკო?

- ეს არასდროს მითქვამს და ალბათ, არც ვიტყოდი, ერთ-ერთ გადაცემაში თავად დათო გოგიჩაიშვილს რომ არ ელაპარაკა. ჩვენ მას შემდეგ დავიშალეთ, რაც ანაკლიის გადაცემა ჩავწერე. ეს ჩემი საამაყო გადაცემა იყო, რადგან სტუმრად ვიყავი პატრიარქთან. გადაცემის სტუმრები იყვნენ ბერა და ვანო ჯავახიშვილიც. როცა ამ გადაცემაზე ვმუშაობდი, გოგიჩაიშვილმა მითხრა, რომ ვანო ჯავახიშვილის სტუმრობა მას პრობლემას შეუქმნიდა.

- ვისთან შეუქმნიდა პრობლემას?

- ეს თავად მისთვის იყო პრობლემა. მაშინ ვუთხარი, - შენი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია-მეთქი! შეიძლება პირადი წყენა მეც ბევრი ადამიანის მიმართ მქონდეს, მაგრამ ისინი ჩემი სტუდიის სტუმრები იყვნენ. მოკლედ, იმ გადაცემაში ვანო ჯავახიშვილი მაინც დავპატიჟე, რის შემდეგაც გოგიჩაიშვილმა მითხრა: აწი შენს გადაცემაზე "ვანოს შოუს" სტუდიამ იზრუნოსო.

- მაშინ ეს რატომ არ გაახმაურე?

- ამას არც ახლა ვიტყოდი, თავად გოგიჩაიშვილს რომ არ ელაპარაკა. მას შემდეგ "ნანუკას შოუ" "ღამის შოუს სტუდიის" ლოგოთი აღარ გადიოდა, მათი "ქუდიდან" გამოვედი. დათო გოგიჩაიშვილმა ბევრი სიკეთე გამიკეთა. მან რელსზე "შემსვა", ბევრ რამეში დამეხმარა, ამერიკელი კონსულტანტებისგან ბევრი რამ ვისწავლე, ოპრა უინფრის პროდიუსერებს დამაკავშირა, რათა მათთან მოლაპარაკებები მეწარმოებინა... ამ სიკეთეს არასდროს დავუვიწყებ. ყოველთვის ვიტყვი, "ღამის შოუს" სტუდიაში უნიჭიერესი ადამიანები მუშაობენ.

- დაბოლოს, ერთი ჭორის შესახებაც გკითხავ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიგე...

- (მაწყვეტინებს) ისევ აქტუალური ვყოფილვარ, მიხარია.

- ამბობენ, რომ მეუღლეს დაშორდი. ირაკლიმ 22 წლის გოგონაზე იქორწინა და ეს ამბავი ახლობელ ადამიანებთან ერთად, ერეკლეს მოედანზე მდებარე ბარში აღნიშნა...

- თან უკვე იქორწინა?! ჩვენზე ასეთი ჭორი ბევრჯერ გავრცელებულა. თავს არაფერზე დავდებ და ვერ ვიტყვი, - ერთმანეთს არასდროს დავშორდებით-მეთქი, მაგრამ ჩემს ორ შვილს გეფიცები, გულწრფელად გეუბნები, მე და ირაკლი დღეს ისევ ისე ვართ, როგორც 5 წლის წინ, ურთიერთობის დასაწყისში ვიყავით; თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლის უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს (აქვე დავძენ, რომ მეუღლე მეც სიგიჟემდე მიყვარს). როგორ ფიქრობ, ეს ამბავი სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, რა მომათმენინებდა, ამას დავმალავდი?

- თქვენს დაშორებაზე ზაფხულშიც აქტიურად ლაპარაკობდნენ, როცა დასასვენებლად ირაკლის გარეშე წახვედი.

- მე მყავს შვილი, რომელიც გარდატეხის ასაკშია და მას უფრო მეტად ვჭირდებოდი. სიტყვას გაძლევ, მე და ირაკლი კოდუა ერთმანეთს თუ დავშორდებით ან სერიოზული კონფლიქტი მოგვივა, ამას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დავდებ და იმასაც მოვყვები, რა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები