კომპანია "კია მოტორს ჯორჯია", რომელიც საქართველოში გლობალური ბრენდის კია მოტორსის წარმომადგენელია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციასთან ერთად, რუსთავის ავტოდრომზე ყველაზე მასშტაბურ ტესტდრაივს გამართავს.
როგორც "ამბები.გე"-ს კომპანიიდან აცნობეს, ტესტდრაივი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე , ხვალ, 18 ნოემბერს, 13.00-ზე დაიწყება.
ტესტდრაივს შეჯიბრის სახე ექნება, 160 მონაწილიდან 15 ამოირჩევა და ერთმანეთს ფინალში შეხვდება. შეჯიბრში ორი გამარჯვებული კი, საიდანაც ერთი აუცილებლად "კიას" მფლობელი იქნება, ავსტრალიაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან და ელიტურ საჩოგბურთო ღონისძიებაზე გაემგზავრება.
"გამარჯვებულები, რომლებიც ავსტრალიაში 23-26 იანვარს გაემგზავრებიან, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო GRAND HYATT MELBURN -ში იცხოვრებენ, დაესწრებიან ნახევარფინალურ თამაშებს და შეხვდებიან ჩოგბურთის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს", - აცხადებენ კომპანიაში.
ტესტდრაივში "კიას" და პარტნიორი ორგანიზაციების კლიენტებთან ერთად, მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ "კიას" ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე, სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულებს.
ტესტდრაივის დროს გამოყენებული იქნება "კიას" ოთხი მოდელი (Picanto, Rio, All New Cerato, Spotage). მონაწილეებს წინასწარ ექნებათ საშუალება, ჩაეწერონ იმ ერთი მოდელის ტესტ დრაივზე, რომელიც მათ სურთ.
ტესტდრაივის მონაწილეები საკუთარ ძალებს და "კიას" კომფორტულ მოდელებს პარალელურ რეჟიმში რუსთავის ავტოდრომზე მოწყობილ 4 ტრასაზე გამოცდიან, რომელიც სპეციალურად "კიას" ღონისძიებისთვის დაიხაზება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება "კიას" განახლებული მოდელების პრეზენტაცია, სპეციალური შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და ფასდაკლება გასართობი პროგრამა "კიას" ტესტ დრაივზე დასწრების ნებისმიერი მსურველისათვის. "კიას" პარტნიორი ორგანიზაციები ღონისძიების სტუმრებისთვის პრიზებს დააწესებენ. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
"2002 წლიდან "კია" ავსტრალიის ღია ჩემპიონატის უცვლელი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ წელს საქართველოდანაც გვეყოლება 2 ვიზიტორი, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაზე შესძლებს დასწრებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ტესტ დრაივის ყველა მონაწილე და სტუმარი განსაკუთრებულ სიამოვნებას მიიღებს როგორც ტესტ დრაივისგან ისე ამ დღეს გამართული სხვა აქტივობებაში მონაწილეობისგან" - განაცხადა " კია მოტორს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ანრი კაპანაძემ.
R