"საქართველოს ბანკმა" და "გერმანიის განვითარების ბანკმა" 25 მლნ ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

"საქართველოს ბანკმა" და "გერმანიის განვითარების ბანკმა" 25 მლნ ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

"საქართველოს ბანკმა" და "გერმანიის განვითარების ბანკმა" (KfW), რომელიც გერმანიის მთავრობის სახელით მოქმედებს, KfW-ს განახლებადი ენერგიის პროექტის ფარგლებში ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას 25 მლნ ევროს მოცულობით. 10-წლიანი ფინანსური რესურსის მიზნობრიობა განახლებად ენერგიაში ინვესტიციის განხორციელებაა, ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციის დაფინანსება. დამატებით, შეთანხმება ითვალისწინებს KfW-სა და "ავსტრიის განვითარების ბანკის" მიერ დაფინანსებული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას "საქართველოს ბანკისთვის", როგორც პოტენციური ინვესტორისთვის.

""გერმანიის განვითარების ბანკთან" გაფორმებული შეთანხმება საშუალებას მისცემს "საქართველოს ბანკს" გაზარდოს ბიზნესის დაფინანსება და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. "საქართველოს ბანკს" აქვს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მდიდარი გამოცდილება და ახლად მოძიებული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გაზრდის ბანკის კონკურენტუნარიანობას ამ სექტორში. მადლობას ვუხდი KfW-ს და "ავსტრიის განვითარების ბანკს" თანამშრომლობისთვის, ასევე "საქართველოს ბანკის" გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

"მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ პროგრამას, რომლის მიზანია ხანგრძლივი ვადის მქონე დაფინანსების უზრუნველყოფა განახლებადი ენერგიისთვის, უფრო კონკრეტულად კი პატარა ზომის, 20 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირებისთვის. მიგვაჩნია, რომ ინვესტირება ჰიდროელექტროენერგიაში, საშუალებას აძლევს საქართველოს დაეყრდნოს საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს, ნაცლვად იმისა, რომ მოახდინოს ძვირი არა-განახლებადი რესურსების იმპორტი.

ჰიდროელექტროენერგია უზრუნველყოფს საიმედო და არაძვირადღირებულ ენერგიას ქართველებისთვის, ამავდროულად ხელს უწყობს გარემოსა და კლიმატის დაცვას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია "ავსტრიის განვითარების ბანკთან" ერთად, მოიცავს ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტსაც, რომლის მიზანია, "საქართველოს ბანკს" შემატოს გამოცდილება, მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებაში და წაახალისოს, სექტორში შემდგომი ინვესიტიცების განხორციელებით დაინტერესებული კერძო ინვესტორები", - განაცხადა ენრიკო სპილერმა, KfW-ს ენერგეტიკის სექტორის კოორდინაციის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა