თბილისში ცნობილი ბრიტანული ბრენდის MARKS & SPENCER-ის პირველი მაღაზიის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრო "ფეშენ რითეილის" კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერი ვოტერსი (Gerry Waters), ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯუდის გოფი (Judith Gough), სახელმწიფო პირები, ცნობილი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
MARKS & SPENCER - მომხმარებელს განსხვავებულ უახლეს კოლექციებს შესთავაზებს. ფასები საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა მორგებული. მენეჯმენტი უახლოეს მომავალში სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქციებსაც დაგეგმავს. MARKS & SPENCER-ის გახსნის დღეს მოწვეულმა სტუმრებმა ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლეს, რომელიც კომპანიის წარმომადგენლობამ საგანგებოდ ამ საღამოსთვის დააწესა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9