ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას

ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას

"პირველი არხის" "ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად" გარდაქმნის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ქონება მთლიანად მას გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის" შექმნის პერსპექტივას ივანიშვილი "მეცხრე არხის" ბაზაზე ხედავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას როგორც პრემიერ-მინისტრს არ სურს, მისი მეუღლე ტელეკომპანიაში წილს ფლობდეს.

"თუ უახლოეს პერიოდში მოხერხდა და "პირველი არხი" ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდება, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ქონება, რომელიც "მეცხრე არხს" აქვს, "პირველ არხს" ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას. ამას კი გამჭირვალედ გავაკეთებთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, 20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს და ოჯახთან დამოკიდებულების კავშირიც "ჩაიხსნება", - აცხადებს ივანიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ "უფრო ლამაზი "პირველი არხის დარჩენაა".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები