"რიკო კრედიტი" და "ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ერთობლივ სერვისებს სთავაზობენ

"რიკო კრედიტი" და "ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ერთობლივ სერვისებს სთავაზობენ

"რიკო კრედიტი" და "ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ერთობლივ სერვისებს სთავაზობენ.

სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, "რიკო კრედიტის" მსესხებლებს საშულება აქვთ სესხის პროცენტი და ძირი "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში დაფარონ.

"დღემდე მომხმარებლის განკარგულებაში იყო მხოლოდ "რიკო კრედიტის" 16 ფილიალი, ამიერიდან კი ამავე ტიპის მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება "ლიბერთი ბანკის" 284 სერვის-ცენტრსა და PayExpress მომსახურების წერტილებში, 98 მობილურ სერვის-ცენტრში, ლიბერთი ექსპრესში, ასევე ვებ-გვერდზე www.smartivi.ge", - განაცხადეს ''ლიბერთი ბანკში".

გარდა ამისა, "რიკო კრედიტის" თამასუქის მფლობელები საპროცენტო სარგებლის უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიღებას "ლიბერთი ბანკის" საბანკო ანგარიშზე სარგებლის ჩარიცვის გზით შეძლებენ. ანგარიშის გახსნა ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებთან ერთად "რიკო კრედიტის" სერვის-ცენტრებში განთავსებულ "ლიბერთი ბანკის" PayExpress მომსახურების წერტილებში იქნება შესაძლებელი.

"რიკო კრედიტის" თითოეული ფილიალი "ლიბერთი ბანკის" პოს-ტერმინალებით აღიჭურვება, რაც კლიენტებს თანხის განაღდების და შევსების ოპერაცის განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, "რიკო კრედიტის" სერვის-ცენტრებში განთავსებული "ლიბერთი ბანკის" PayExpress ოპერატორთან მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საჯარო რეესტრის მომსახურებები, მათ შორის, იპოთეკის უფლების რეგისტრაცია-ცვლილება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია-მოხსნა, ნებისმიერი სახის უძრავი ქონების რეგისტრაცია - ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა, ჩუქება და ა.შ.

როგორც "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, "ლიბერთი ბანკის" PayExpress ოპერატორები "რიკო ექსპრესის" თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სერვის-ცენტრებში განთავსდებიან.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა