ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"

ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"

"კომედი შოუს" გარშემო სკანდალები არ წყდება. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა "რუსთავი 2" ფაქომ (ლევან გოგორელიანმა), ამიკო ჩოხარიძემ და დავით გოგიშვილმა დატოვეს, მალევე "კომედი შოუდან" ნიკა გრიგოლიაც გაუშვეს. ვანო ჯავახიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ გრიგოლია სამსახურიდან უდისციპლინობის გამო დაითხოვეს. თუმცა ნიკა გრიგოლია კვლავ დაბრუნდა შოუში და საპატიო ადგილიც დაიკავა.

როგორც გავიგეთ, მაშინ, როცა "კომედი შოუდან" ფაქო და ამიკო მიდიოდნენ, სხვა მსახიობებიც გეგმავდნენ არხის დატოვებას, მათ შორის ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა გრიგოლია, თათია სულუაშვილი და ეკა აფშილავა, მაგრამ ამ პროცესებში უშუალოდ ბაჩო ახალაია ჩარეულა და სწორედ მას შეუჩერებია მსახიობების გადინება.

როგორც ამბობდნენ, ბაჩო ახალაია ყველაზე ახლოს ნიკა გრიგოლიასთან ყოფილა, მათი მეგობრობა კი ზამთარში, თავდაცვის სამინისტროს "ივენთების" მზადებისას დაწყებულა, ამიტომაც ყველაზე აქტიურად ახალაია სწორედ გრიგოლიას დაბრუნების გადაწყვეტილებაში ჩარეულა. მეტიც, შოუდან გათავისუფლებული მსახიობი სწორედ ბაჩოს წყალობით დააბრუნა უკან ჯგუფის ხელმძღვანელმა. იმასაც ამბობენ, რომ ახალაიას "კრიშით" დაიმედებული და უკან დაბრუნებული გრიგოლია თურმე კარგა ხანს შიშის ზარს სცემდა ალეკო მალხაზიშვილსა და ვანო ჯავახიშვილს. მას პირველივე ჩაწერა გაუცდენია და ვერც ვერაფერი უთხრეს თურმე. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, გრიგოლია ბაჩო ახალაიას რომ არ დაეთრია ყურებით, "კომედი ჯგუფს" "სასტავს" დაუშლიდაო.

გრიგოლიასა და ახალაიას მეგობრობას ნიკას პოსტიც ადასტურებს "ფეისბუქში", ბაჩო ახალაიასა და თენგო გუნავას დაპატიმრებას რომ მოჰყვა.

გრიგოლია დაკავებული თენგო გუნავას ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: "ეს კაცი ჩემი მეგობარია. უკვე მართლა გული მერევა!!! რა ვართ ასეთი ცხვრები, ეს დედანატირები?! ხალხო, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა და ნარკომანებს იჭერდა (მომხმარებელს, გამსაღებელს და მათ მოწილე "პოლიციელებს"), თურმე ისეთი დებილია, რომ როცა მისი "შეფი" მეგობარი დაიჭირეს და დღეში "ხუი ივო ზნაეტ" რამდენ კაცს იბარებენ დასაკავებლად და დასაჭერად... წავიდა და ნარკოტიკების შეძენა და მოხმარება დაიწყო, თან ისე, რომ ყოველდღე იმ შენობასთან იდგა, სადაც ბაჩო ახალაია ჰყავდათ... ბოდიში უცენზურობის გამო, მაგრამ ბრძენო ქართველო ხალხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!!!!! მეც ბაჩო ახალაიას და თენგო გუნავას მეგობარი ვარ... დამიჭირეთ, თქვენი დედაც მოვტ...…ნ!!!" - წერს გრიგოლია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალაიას დაპატიმრებას ნიკა გრიგოლიას "კომედი შოუდან" გათავისუფლება მოჰყვა. როგორც ამბობენ, ვანო ჯავახიშვილმა და ალეკო მალხაზიშვილმა შური იძიეს გრიგოლიაზე, ბიუჯეტის შემცირება მოიმიზეზეს და სამსახურიდან გაუშვესო. ბიუჯეტის შემცირებაში მოყოლილა სიკო ჭუმბურიძეც. როგორც ამბობენ, მას ბერას სტუდიაში რამდენიმე ვიზიტი და მეგობრების მონახულება არ აპატია ყოფილმა შეფმა. ამჟამად კი თურმე ბერას სტუდიაში სიკოს გადაბარგებაც განიხილება.

გავიგეთ ისიც, რომ ნიკა "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს აწარმოებს, რათა საკუთარი, დამოუკიდებელი პროექტი გააკეთოს.

ნიკა გრიგოლია.

- ნიკა, იმ პოსტთან დაკავშირებით მინდა გკითხო, დიდი მითქმა-მოთქმა რომ მოჰყვა, მართლა მეგობრობ ახალაიასთან?

- ეგ პოსტი ჩემს მეგობარ თენგო გუნავაზე მეწერა, რომელიც დააკავეს. რატომ ატყდა ამხელა ამბავი, მართლა არ ვიცი. "ფეისბუქის" ჩემი კედელი რომ გადაქექოთ, არავის დამცველად, არც გამლანძღველად არასდროს გამოვსულვარ. არც "ვინმესისტი" ვარ. ეს იყო იგივე რეაქცია, რაც მექნებოდა, ჩემი მეგობარი დავით გოგიშვილი რომ დაეჭირათ. ზედმეტი რომ მომივიდა, ამას მეც ვხვდები. მერე რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ გინება მართლა არ იყო საჭირო. უბრალოდ, ცხელ გულზე დავწერე. ნახევარი საათის წინ რომ ელაპარაკები მეგობარს და მერე იგებ მისი დაკავების ამბავს, გაღიზიანდები. ამ სტატუსით მე ჩემი მეგობარი დავიცავი. ის არ არის ჩემთვის ვიღაც მაღალჩინოსანი. ვინ აღარ მომწერა, პატივს გცემდი და ასეთ კაცს რატომ იცავო. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მეგობარი ცუდი ჰგონია. ისე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თენგო გუნავა ნარკომანი არ არის, როგორც იმაში, რომ მე ორი ხელი მაქვს. უბრალოდ, გინება იყო იქ ზედმეტი, თუმცა არავის მისამართით არ იყო მიმართული და ეს მამშვიდებს.

- შენს პოსტში ნახსენები იყო ბაჩო ახალაიაც, მართლა მეგობრობ მასთან?

- იყო პერიოდი, როცა თავდაცვის სამინისტრო ბიჭებს "ივენთებს" გვიკვეთდა ოფიცრებისთვის, რეზერვისტებისთვის. წინა ზამთარს ბევრი "ივენთი" გვქონდა. ხშირად მიწევდა ბაჩოსთან შეხება და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- როცა "კომედი შოუდან" უდისციპლინობის მიზეზით გამოგიშვეს და შემდეგ მალევე დაგაბრუნეს, ამბობდნენ, რომ ახალაიამ და თქვენმა მეგობრობამ დაგაბრუნა...

- მაშინ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა გოგი გეგეშიძემ დამტოვა პროექტში. ახალაია არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენ ანაკლიაში თავდაცვის სამინისტროს "ივენთებს" ვაკეთებდით და შესაძლოა, ამას გამო გაჩნდა ეს ჭორები. "რუსთავი 2"-ში არავის დავუბრუნებივარ. ვინც მე ამ ტელევიზიიდან არ გამიშვა, იყო "რუსთავი 2"-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კომედი შოუ" კვლავ დაგატოვებინეს...

- დღეს "კომედი შოუში" არ ვარ, მაგრამ ვარ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი. რეორგანიზაცია მოხდა არხზე, ცვლილებები იყო ხელფასებთან დაკავშირებით...

- როგორც ამბობენ, ბიუჯეტის შემცირებას შეეწირე...

- არც ერთი გადაცემის ბიუჯეტი არ მეხება ამ ტელევიზიაში, გარდა ჩემი ხელფასისა. ისიც კი არ ვიცი, რამდენი აქვს ბიუჯეტი იმ გადაცემას, რომელშიც ამდენი წელი ვიმუშავე. ჩემმა დირექტორმა ალეკო მალხაზიშვილმა მითხრა, რომ რაღაცები შეიცვალა და "კომედი შოუში" აღარ ვარ. თვითონაც უამრავი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით და თქვენ როგორ გაგცეთ პასუხი? სასაცილო ვარ, სულელი თუ ვინც ვარ, ასეთ თემებზე აღარ გვილაპარაკია. როცა ადამიანები, ვისთანაც 12 წელია მუშაობ, გეუბნებიან, რომ აღარ უნდა იმუშაო "კომედი შოუში", ზედმეტი ლაპარაკი აღარ არის საჭირო. მეგობრულად დავემშვიდობე ყველას. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა ჩემთვის, სკანდალების მოწყობა ჩემი სტილი არ არის.

- გავიგე, რომ ამ არხზე ახალი გადაცემის გაკეთებას გეგმავ და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაქვს "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელობასთან.

- ეს იქნება "რუსთავი 2"-ის პროექტი, მე ვიქნები მსახიობი, პროდიუსერი თუ წამყვანი, მომავალში ვნახავთ. არხს მიაჩნია, რომ მე არ ვარ ის თანამშრომელი, რომელმაც ტელევიზია უნდა დატოვოს.

- ბერას ტელევიზიაში გადასვლაზე ხომ არ გიფიქრია, მით უფრო, რომ იქ ბევრი შენი მეგობარი მუშაობს.

- ბერამ ძალიან მაგარი პირობები შემომთავაზა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიჭები მასთან წავიდნენ. მე მას მადლობა გადავუხადე და დავრჩი "რუსთავი 2"-ზე. კმაყოფილი ვიყავი ხელფასით, სამსახურით და დავრჩი... რამდენიმე დღის წინ ვნახე მათი გადაცემები. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ძალიან მომეწონა. ამ სტუდიაში ბევრი ჩემი მეგობარია, მსახიობები, პროდიუსერი, დირექტორი, ოპერატორი. მე იქ თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, მაგრამ რადგან პირველ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, მას მერე აღარც მიფიქრია. მაშინ სხვა ტელევიზიებიდანაც მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და არც ერთს არ დავთანხმდი.

- რისი თქმა გინდა, ერთგული ბიჭი ხარ?

- ერთგული კი არ ვარ, სიყვარული შემიძლია. მაგალითად, მოტო რომ მიყვარს, სანამ არ "მოკვდება", არ ვცვლი. ასე რომ, სანამ არ გამაგდებენ ტელევიზიიდან, არსად წავალ. 12 წელი ვიმუშავე, მივეჩვიე, მიყვარს ეს ტელევიზია, თან მგონია, რომ ჯერ აქ არის ჩემი ადგილი. მე ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ, იმიტომ, რომ არ ვიცი.

სიკო ჭუმბურიძე.

- სიკო, მართალია, რომ "კომედი შოუდან" გაგიშვეს?

- მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. მთავარი პრობლემა ხელფასების ცვლილებაში იყო, ბიუჯეტის შემცირებაში მოვყევი.

- რას აპირებ?

- მეგობრებთან ერთად ცალკე სტუდიას ვაკეთებ, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიასთან ითანამშრომლებს. იმავე სფეროში ვრჩები.

- შენი მეგობრები ბერას სტუდიაში მუშაობენ, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ მიგიღია მათგან?

- მქონდა საუბარი მეგობრებთან, მაგრამ არა მოლაპარაკება. რეალური წინადადება არ მიმიღია.

ალეკო მალხაზიშვილი.

- ალეკო, მართალია, რომ ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე "კომედი შოუდან" დაითხოვეთ?

- მართალია. ნიკა "კომედი შოუში" აღარ იქნება, მაგრამ ტელევიზიაში რჩება, რაღაც-რაღაცები შეიცვალა და...

- რაღაც-რაღაცებში რას გულისხმობთ, შეიძლება ვიცოდეთ?

- ახლა ვერ გელაპარაკებით, შეხვედრაზე ვარ.

- რას უკავშირდება ეს ცვლილებები?

- არსებობს ასეთი სიტყვები - ოპტიმიზაცია, ცვლილებები... ეს არის და ეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები