"გალაქსი" და "შარპი" ქართველ მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობენ

"გალაქსი" და "შარპი" ქართველ მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობენ

ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტ "გალაქსიში" სიახლეა. "შარპის" ფირმის ულტრათანამედროვე, მე-4 თაობის ტელევიზორი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი; დიაგონალი 2 მეტრზე მეტია.

რაც შეეხება ოთხკარიან მაცივარს, ეს ტექნიკური სიახლეც ულტრათანამედროვე სტანდარტებისაა.

ახალი ტელევიზორისა და მაცივრის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, რომელსაც კომპანია "შარპის" გენერალური მენეჯერი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ჰიპერმარკეტ "გალაქსის" წარმოამდგენლები აცხადებენ, ახალი ტელევიზორები, სამგანზომილებიან გამოსახულებასთან ერთად, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რომლის შეძენაც პირველად ამიერკავკასიაში საქართველოში შეუძლიათ.

2 მეტრი დიაგონალის Real as Life სახლის გასართობი Full HD იაპონური წარმოების პანელი ორჯერ მეტ საეკრანო სივრცეს იძლევა, ვიდრე - ამავე ბრენდის 1.39 მეტრის დიაგონალის ტელევიზორი. "შარპის" მე-4 თაობის QUATTRON ტექნოლოგია იძლევა გაუმჯობესებუილი ხარისხის სამ გამოსახულებას, რასაც ემატება სპეციალური განათება, რომელიც ამცირებს გამოსახულების ბუნდოვანებას სწრაფად მოძრავ კადრებში.

ახალი ტელევიზორი დატვირთულია WI-FI მახასიათებლებით, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერებულია "შარპის" smart-tv ინტერფეისით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაერთოს ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა facebook, twitter, youtobe. ახალი ინტერფეისი მომხმარებელს სუარათების, მუსიკისა და ვიდეოების უსადენოდ გაგზავნის საშუალებას აძლევს.

რაც შეხება ოთხკარიან მაცივას, ის კომპიუტერული მართვის პანელითა და ეკოლოგიური დაცულობითაა აღჭურვილი, რომელსაც ხანგრძლივი განათება აქვს.

მაცივარს 724-ლიტრიანი გამოყენებადი სიმძლავრე აქვს საკვები პროდუქტებისა და სასმელების შსანახად. გარდა ამისა.

გარდა ამისა, მაცივარი აღჭურვილია "შარპის" განახლებული Plasmacludter Ion სისტემით. რათა უზრუნველყოფილი იქნას მაცივრის ჰიგიენური დაცვა და პროდუქტების ხანგტძლივი დროით შენახვა.

SHARP-ის გენერალური მენეჯერის, ფრედ იამაგუჩის განცხადებით საქართველო ღირსეული პარტნიორია.

"შარპს" "გალაქსისთან" მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს, რომელიც ცდილობს პირველმა მიაწოდოს რეგიონში ახალი ტექნიკა მომხმარებელს. ეს კი საშუალებას იძლევა ქართველ მომხმარებელს მოკლე დროში შევთავაზოთ ჩვენი უახლესი პროდუქცია. ამაში კი სადისტრიბუტორო კომპანია "სისკონი" გვეხმარება, რომელიც დუბაიშია და ასე ხვდება საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ელექტროტექნიკა.

როგორც აღნიშნული კომპანების წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველი მომხმარებლებს შეუძლიათ, "შარპის" მაღალი ხარისხის პროდუქცია, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, შედარებით დაბალ ფასში შეიძინონ.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო