"სოკარი" ბენზინ და გაზგასამართი სადგურების გახსნას განაგრძობს

"სოკარი" ბენზინ და გაზგასამართი სადგურების გახსნას განაგრძობს

"სოკარი" ბენზინ და გაზგასამართი სადგურების გახსნას განაგრძობს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ქსელს წლის ბოლომდე 5 ახალი სადგური დაემატება. "კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწვავისა და მომსახურების ხარისხს. საწვავის ზუსტი ჩასხმის გამო კომპანია მძღოლებში მაღალ ნდობას იმსახურებს. მაღალი სერვისის მისაღებად თანამშრომლებს ტრეინინგები უტარდებათ", - აცხადებენ "სოკარში".

გარდა ამისა, საახალწლოდ ბათუმში და მარნეულში "მაკდონალდსისა" და "სოკარის" ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება და ულტრათანამედროვე ობიექტი გაიხსნება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი '' ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით  ამჟამად 96 ავტოგასამართი სადგურის მფლობელია. საცალო გაყიდვების მიხედვით "სოკარს" ბაზრის 23% უკავია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა