კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს

კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს

"მე-9 არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" დღეს გახდა ცნობილი.

კახა ბექაური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და "ინტერპრესნიუსი" კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ხატია ყურაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომისია ძველი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას და მისი თავმჯდომარის შესაძლო შეცვლის შესახებ ჯერ არ სმენია.

"კომისიის წევრებს პარლამენტი ნიშნავს 6 წლის ვადით. ამ დროისთვის მათ უფლებამოსილების განსახორციელებლად ორ წელზე მეტი ვადა აქვთ დარჩენილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, სხვა ოთხ პირთან ერთად, კომისიის წევრია, მისი შემადგენლობის შესაცვლელად კი ცვლილება უნდა შევიდეს კანონში და მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდეს ან იმპიჩმენტის წესით მოხდეს მათი გადაყენება. ასეთია პროცედურა, რომელიც ორივე შემთხვევაში რთულია და ერთ დღეში თავმჯდომარის შეცვლა ვერ მოხდება", - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.

კახა ბექაურმა "მე-9 არხის" დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა, რის მიზეზადაც ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები