თამარ რუხაძე "მე-9 არხის" დატოვების მიზეზებზე საუბრობს

თამარ რუხაძე "მე-9 არხის" დატოვების მიზეზებზე საუბრობს

"მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე ტელეკომპანიის დატოვების მიზეზს განმარტავს.

როგორც რუხაძე "მაესტროსთან" საუბარში აცხადებს, კახა ბექაური არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო, მისი წასვლით კი ეს გარანტია ეჭვქვეშ დადგა.

რუხაძის თქმით, გენერალური დირექტორის წასვლის შემდეგ მას დისკომფორტი შეექმნა, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი ეჭვები სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ გამართლდება.

"მაესტროს" ინფორმაციით, თამარ რუხაძისა და კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის გარდა ტელეკომპანიას 10-მდე ჟურნალისტიც ტოვებს.

იხილეთ ვიდეო: "გარანტიებში შემეპარა ეჭვი" - თამარ რუხაძემ "მე-9 არხი" დატოვა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები