რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი

რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი

წლების წინ ის ძალიან პოპულარული ტელეწამყვანი იყო, მაგრამ მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში ტაიმ-აუტი აიღო და ეკრანიდან გაქრა. სამაგიეროდ, უძღვებოდა კორპორატიულ საღამოებს და როგორც შოუმენი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობილების ამაღლებაზეც ზრუნავდა. ნიკა ლომიძე ახლახან პირველ არხზე, ტელეწამყვანის ამპლუაში ისევ გამოჩნდა.

- სარეკლამო კომპანია "ზებრაში" ვმუშაობ. ჩვენ ვაკეთებთ რეკლამებს, მუსიკალურ კლიპებს. სამწუხაროდ, ამ კომპანიის სახელით ქართველებისთვის ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ძირითადად, სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის ვმუშაობთ. ისინი ჩვენთან მეგობრობენ. მათ მოსწონთ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა, მხატვრები. სხვათა შორის, "ზებრა" ჩემი კომპანიაა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და როგორც ამბობენ, ჩემთვის შვილივით არის, გადაყოლილი ვარ მასზე.

- გარეთ "ზებრა"-მანქანა რომ დგას, შენია?

- ჩემი იყო - ერთ დროს ამ ავტომობილით დავდიოდი, მაგრამ ახლა, როგორც რეკლამა, ისე დგას.

- პირველ არხზე შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ხარ...

- სხვათა შორის, ეს გადაცემა ეთერში გასვლიდან პირველსავე კვირაში ძალიან დიდი რეიტინგით სარგებლობდა. ალბათ იმიტომ, რომ ახალია, შემეცნებითია.

- ლადო ტატიშვილი გადაცემაში მართლა გემრიელ კერძებს ამზადებს?

- ლადოს გემრიელი კერძების მომზადება ნამდვილად ეხერხება და გადაცემის ბოლოს მის მიერ მომზადებულ სადილს გემრიელად მივირთმევთ (იცინის). სხვათა შორის, ლადოც "ზებრას" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

- სხვა არხებიდან, მაგალითად, "მაესტროდან" არ გაქვს რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- არა. "მაესტრო" ძალიან კარგად არის გამართული, დახვეწილია, მაგრამ "ნიუსების" მომზადება ჩემგან შორს არის. მამუკა ღლონტმა კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და ტელევიზიაში ალბათ, ამიტომაც არ მიმიწვია. გასართობ გადაცემებზე მუშაობას თუ დაიწყებენ, შესაძლებელია, მეც დამიძახონ.

- როგორც შოუმენი, დიდი ხანია, აღარ გამოჩენილხარ...

- ამ სფეროში ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ კორპორატიულ საღამოებს ვუკეთებ ორგანიზებას და პარალელურად, წამყვანის ფუნქციასაც საკუთარ თავზე ვიღებ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ხშირად, ღამის პირველი საათის შემდეგ, დილის ოთხ საათამდე მეგობრებთან ერთად, "ტუსოვკას" ვიწყობ. სამეზობლოში ბევრი მეგობარი შევიყარეთ და კარგად ვხალისობთ ხოლმე.

- ვინ არიან შენი მეზობლები?

- დათო დოიაშვილი, კოტე ფურცელაძე, ახლა ნატო მეტონიძეც აპირებს ჩვენს მეზობლობას.

- კაცებს უყვართ თავისუფალ დროს სანადიროდ, სათევზაოდ სიარული...

- თევზაობა მიყვარს, მაგრამ ამისთვის ვერ ვიცლი. თანაც, სათევზაოდ წასვლას შვილთან ყოფნა მირჩევნია. ჩემი დღის რეჟიმის გამო, ერთად ისედაც ცოტა დროს ვატარებთ. ჩემგან განსხვავებით, თეა უფრო ხშირად ახერხებს შვილთან ყოფნას და ამეცადინებს, სიმღერასა და ტანვარჯიშზე დაჰყავს. არადა, მასაც ბევრი საქმე აქვს: თავის გუნდთან ერთად მუშაობს; დგამენ ცეკვებს, ვარჯიშობენ. სტუდიაც აქვს, სადაც ბავშვებს ცეკვას ასწავლის.

- ნიტა რამდენი წლის არის? უკვე ხვდება, რომ ცნობილი მშობლების შვილია?

- ნიტა ცხრა წლის არის და სხვათა შორის, უკვე ხალხი მასაც იცნობს: "მუსიკის ჰანგებში" და ზღაპარში - "ანო და ვანო" მონაწილეობდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ვართ ნიტას მშობლები (იღიმის)... პირობას ვიძლევი, ნიტას წარმატება თავში არ აუვარდება.

- ყველაფერთან ერთად, თეამ პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჟიურის წევრობაც შეითავსა...

- ჰო, ასეა! თეას თავიდან არ უნდოდა, ჟიურის წევრი ყოფილიყო, რადგან ამ პროექტში ცნობილი ადამიანების მიმართ სიმკაცრე უნდა გამოეჩინა, მათთვის შენიშვნებიც უნდა მიეცა და ამის გაკეთება ეძნელებოდა.

- პროექტის მონაწილეები თეას შენიშვნების გამო ხომ არ საყვედურობენ?

- არ საყვედურობენ იმიტომ, რომ იციან, თეა შენიშვნას უსაფუძვლოდ არავის მისცემს. ზოგჯერ მაყურებელს უჭირს "ვარსკვლავის" მიერ დაშვებული შეცდომის აღქმა, თორემ იქ მსხდომი ჯიურის წევრები ყველა წვრილმანს ამჩნევენ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შენ არ შემოგთავაზეს?

- კი, მაგრამ უარი ვთქვი. მოცეკვავე ნიკა ძალიან სასაცილო იქნებოდა...

- შოუს არ ესწრები ხოლმე?

- არა, მაგრამ მოგვიანებით მე და თეა ჩანაწერს ერთად ვუყურებთ. ვეკითხები, - ამაზე ეს რატომ თქვი? მიჩვენე, რა დააშავა, რატომ მიეცი შენიშვნა-მეთქი? ჰოდა, ისიც მიხსნის, ვინ სად და რა შეცდომა დაუშვა...

- ამბობენ, ყველაზე მაღალ ქულებს ეკა ნიჟარაძეს უწერსო...

- იტყოდნენ, აბა, რა, როცა იციან, რომ ეკა მისი მეგობარია. ჩემი აზრით, თეა ეკას ცეკვას ძალიან მკაცრად აფასებს. ისე, საზოგადოებას მინდა ვკითხო: რატომ გგონიათ, რომ ანრი ჯოხაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ოთარ ტატიშვილი თეას მეგობრები არ არიან? ნანიკო ხაზარაძე ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია, მაგრამ შოუში აღარ არის...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები