სოფელ ნამოხვანთან ტყე იწვის

სოფელ ნამოხვანთან ტყე იწვის

წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანთან ტყე იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, წყალტუბოდან სახანძრო სამსახურის ჯგუფები უკვე გავიდნენ. თუმცა, ნამოხვანის მახლობლად ტყის ტერიტორია მიუდგომელია, რის გამოც შესაძლოა მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდეთ.

ნამოხვანი ის ტერიტორიაა, სადაც წინა მთავრობა დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია