როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი

როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი

თბილისში, ეკონომისტი დედისა და ხელოსანი მამის ოჯახში გაიზარდა. როგორც ყველაზე უმცროსს, მშობლებიც ათამამებდნენ და დედმამიშვილებიც. პროფესია მშობლებმა შეურჩიეს. იურისტი მამუკა ლომაშვილი მალე დაუბრუნდა საოცნებო პროფესიას და აქტიურად ჩაება თეატრალურ ცხოვრებაში. დღეს ორი საკუთარი თეატრალური სტუდია აქვს და ახალ თაობას ზრდის. საზოგადოებას ის მაინც ვარდით ხელში, რევოლუციური პრეზიდენტის იმიჯით ახსოვს.

-  არაჩვეულებრივი ბავშვობის წლები მქონდა. სანამ 90-იანი წლები დადგებოდა, უზრუნველად და ხალისიანად ვცხოვრობდი, როგორც ყველა საბჭოთა კავშირის დროინდელი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. 90-იანი წლებიდან აირია ყველაფერი და გაჭირდა ცხოვრება. თბილისში დავიბადე, გლდანში. დედა, ზოია ბიჩნიგაური, პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ არასდროს უმუშავია. შვილებს შემოგვწირა თავისი კარიერა. სამი შვილი ვყავდით. უფროსი და-ძმა მყავს. ბადრი ჩემზე 10 წლით უფროსია, და კი - 8 წლით. ასე რომ, არა მხოლოდ მშობლები მანებივრებდნენ, არამედ დედმამიშვილებიც.

-  რაში გამოიხატებოდა ეს განებივრება?

-  ვერ მიჩმახებდნენ ისე, როგორც საჭირო იყო, სურვილებს მისრულებდნენ. განსაკუთრებით ჩემი და-ძმის ფოკუს-მოკუსები მიყვარდა. ეს იყო სკოლის კატლეტები. მაშინ მე საბავშვო ბაღში დავდიოდი. კატლეტების გადმოცემის ცერემონია იყო საინტერესო. ჯერ არაფერი იყო, მერე ცხვირსახოცს აიღებდნენ და გაჩნდებოდა უგემრიელესი კატლეტი ან სხვა გემრიელი "ნუგბარი" სკოლის ბუფეტიდან. მამაჩემი, როსტომი, ხელოსანი გახლავთ. ძირითადად საღამოობით ვხედავდი, სულ გასული იყო და მუშაობდა.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

-  ცელქი ვიყავი ძალიან. ხან სახურავზე ვძვრებოდი, ხან ფანჯრის რაფაზე. ძირითადად მეჩხუბებოდნენ იმის გამო, რომ ყველაფერს ფანჯრიდან ვყრიდი. მეოთხე სართულიდან ვყრიდი საოჯახო ნივთებს, სათამაშოებს, კოვზებს, საათიც გადავაგდე ერთხელ. მაიძულებდნენ მესწავლა. მეცხრე კლასამდე არ მიყვარდა სწავლა. კლასგარეშე ლიტერატურასაც მშობლების დაჟინებული თხოვნით ვკითხულობდი. სასაცილო ის იყო, რომ არასდროს მქონდა საწერი კალმები. უფრო სწორად, ვმალავდი, რომ არ მეწერა. ერთ დღესაც დედამ გენერალური დასუფთავება ჩაატარა და ე.წ. "სტენკის" უკანა მხრიდან ორმოცდაათამდე კალამი გამოიღო...

-  რა განსაკუთრებული ტრადიცია გქონდათ ოჯახში?

-  სტუმართმოყვარეობა პირველი ტრადიცია იყო ჩვენს ოჯახში. განსაკუთრებით ჩემი დეიდაშვილების მოსვლა მახარებდა, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ და ახალ წელს გვსტუმრობდნენ ხოლმე რამდენიმე დღით. ჩვენ ზაფხულის არდადეგებზე მივდიოდით მათთან. ასე რომ, არც სოფლის ცხოვრება ყოფილა ჩემთვის უცხო. ბარვა, თოხნა, მორწყვა, თესვა, ყველაფერი გამიკეთებია. ბებო-პაპას ვეხმარებოდი. ახლაც სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, დრო რომ მქონდეს. სოფლიდან მეზობლის მაისის ბალი მახსოვს, რომელსაც ყოველ წელს შევესეოდით და ვიპარავდით უბნის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. ისეთი პატარები ვიყავით, სარწყავ არხებში ვბანაობდით. გვეჩვენებოდა, რომ ძალიან დიდი და ღრმა იყო.

-  ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვირდებლად. რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით ამ აკადემიამ?

-  ჩემთვის ეს პერიოდი მეხუთე კლასში დაიწყო. ჩემი ძმა და ბიძაშვილები ჩემზე უფროსები იყვნენ და მათთან მომიწია ამ პერიოდის გავლამ. ადამიანების ამოცნობა, ურთიერთობები ვისწავლე იქ. ცდუნებაც დიდი იყო იმ პერიოდში. მე გამიმართლა, რომ ცუდ გარემოცვაში არ მოვხვდი. საერთოდ, ადამიანი თავად ირჩევს იმ გზას, რომელშიც უნდა იცხოვროს. ამ ასაკში ცოტა რთულია, სწორად აირჩიო ეს გზა. ღვთის წყალობით, არასწორ გზას ავცდი.

-  სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

-  ვერ ვიტყვი, რომ კარგი. თავში 90-იანი წლები ვახსენე. ძალიან გაგვიჭირდა ამ წლებში, როგორც ყველას. განებივრებული მართლაც არ ვიყავი. თან დიდი ოჯახი გვქონდა. სახლთან ახლოს ჯიხური გავხსენით. ეს იმ პერიოდში ბევრი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. მეც ვეხმარებოდი ოჯახს. მომარაგება იქნებოდა თუ პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყიდვა, ყველაფერს ვაკეთებდი. მეშვიდე კლასში ვიყავი მაშინ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდი გაჭირვებას და ვიდექი იქ, სადაც საჭიროდ ვთვლიდი, რომ უნდა ვმდგარიყავი, მაშინ ეს საჭიროება სწორედ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი წყარო, ჯიხური იყო.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  ბავშვობიდან თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ჩემმა ოჯახმა დამისვა საკითხი, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. ასეც მოვიქეცი. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცნენ ჩემი მშობლები. მეცხრე კლასიდან საღამოს სკოლაში გადავედი. იქ კარგად ვსწავლობდი. აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ერთ-ერთი თითით საჩვენებელი სტუდენტი ვიყავი. იურისტთა ასოციაციაში დამატებით ლექციებს ვესწრებოდი.

-  საოცნებო პროფესიაზე გუ­ლი არ გწყდებოდა?

-  მაგ სფეროშიც მოვსინჯე ძალები უნივერსიტეტში. ჩემი "მიშაობა" სწორედ პირველი კურსიდან დაიწყო. აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ჩემს მეგობრებთან ერთად დებატკლუბი ჩამოვაყალიბე და აქტიური ახალგაზრდული პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე. ეს იყო ლიბერალურ-ეკონომიკური პარტია. საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობდი. 2000 წელს პირველი ტრენინგები ჩავატარე რაიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მასმედიისთვის. პირველი ჰონორარი სწორედ მაშინ ავიღე. 2001 წელს დავამთავრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საარჩევნო მენეჯერების აკადემია. ასე რომ, მეორე პროფესიით საარჩევნო მენეჯერიც ვარ.

-  იურისტად გიმუშავია?

-  მიმუშავია. აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებების დაცვაში. სამოქალაქო კავშირი დავაფუძნე - "ახალი თაობა". პატიმრებისა და სამხედრო მოსამსახურეების უფლებებს ვიცავდით.

-  სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ...

-  სკოლის პერიოდში პატარ-პატარა გატაცებები მქონდა. მაგრამ სერიოზული არაფერი. ყველას ეგონა, რომ ძალიან ცუდი ბიჭი ვიყავი, რომ ჩემი მოსაწონი არავინ დადიოდა ქვეყნად, მაგრამ გამოჩნდა ნინო რევაზიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. არ ვყოფილვარ ცუდი ბიჭი (იცინის). ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, კარგი გოგოა ჩამოსული იტალიიდან და მოდი ნახეო. პირველი ნახვისთანავე გრძნობები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. ნინო საქართველოში 10 დღის განმავლობაში დარჩა და ურთიერთობა გავაღრმავეთ. ისე დავახვიე თავბრუ, თვითმფრინავის რეისი გამოეპარა. თვითმფრინავი გაფრინდა და ნინო აქ დარჩა. 2 დღეში გაფრინდა. შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე შეუღლებით დავაგვირგვინეთ ჩვენი ურთიერთობა.

-  როცა შვილები გეყოლება, როგორ გგონია, რა გამოცდილებას გაუზიარებ მათ?

-  ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც მართლაც დიდი გამოცდილება შემძინა, პრაქტიკა მომცა. მხოლოდ ჩემს შვილებს კი არა, ჩემს მოსწავლეებსა და ჩემს სტუდენტებსაც ვუზიარებ ცოდნას, თუკი ეს ვინმეს სჭირდება.

-  დღეს რას აკეთებს მამუკა ლომაშვილი?

-  მამუკა ლომაშვილი ეწევა აქტიურ-პასიურ ოჯახურ ცხოვრებას. აქვს ორი თეატრალური სტუდია და ზრდის ახალ თაობას ამ კუთხით. მეცადინეობს "იუმორინას" ახალი სპექტაკლისთვის და მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც ან განხორციელდება, ან - არა.

-  როგორ გგონია, მიშას ფაქტორი კიდევ იმუშავებს ახალ "იუმორინაში"?

-  რა თქმა უნდა, იმუშავებს. იმიტომ, რომ მე ჩემი მიშა მყავდა, აბსოლუტურად განსხვავებული იმ მიშასგან, რომელიც სინამდვილეში იყო. მე შევინარჩუნე მიხეილ სააკაშვილი რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ პერიოდში, რომელიც მეტად აღტკინებული, დადებითი, მფრინავი იმიჯით იყო და უყვარდა ხალხს, ბოლო პერიოდისგან განსხვავებით.

-  ახალ პერსონაჟებზე ხომ არ ფიქრობ?

-  არა, იმიტომ რომ ეს ჟანრი, რასაც ჰქვია სალაპარაკო, ესტრადაზე, პრაქტიკულად, მკვდარია ჩვენთან. არავის აინტერესებს ეს სფერო, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ სფეროში ახალ თაობას ვზრდით. ეს არის ბიძინა მახარაძე და მე. ჩამოვაყალიბე იუმორისტული ჯგუფი "ანცი". შედეგები გვქონდა, მიწვევებიც უცხოეთიდან, მაგრამ არ იყო მხარდაჭერა...

-  მიშას ხმა თუ გამოგიყენებია მეგობრებთან, თუ გიცელქია ამ კუთხით?

-  უფრო ჩემი მეგობრები სარგებლობდნენ ხოლმე ამ მხრივ. სახელებსა და თანამდებობებს არ დავასახელებ და მოგიყვებით ამბებს. ერთი თანამდებობის პირი სამსახურიდან მიდიოდა, მის ხელმძღვანელებს უნდოდათ, რომ დარჩენილიყო. მერიაში ხდებოდა ეს ყველაფერი. დავურეკე მიშას ხმით და ვუთხარი, მიშა ვარ, სააკაშვილი, მოიქცევი ისე, როგორც გეტყვის გიგი-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. არც ვიცნობდი იმ ადამიანს, მეგობრებმა დამარეკვინეს. მერე კი აუხსნეს, რაც ხდებოდა. გახარებია საწყალს (იცინის). ერთხელ, ბათუმში დამარეკვინეს ჯანდაცვის მინისტრთან, წამომცდა მაინც...

-  ჯანდაცვის იმდენი მინისტრი გვყავდა, მაინც ვერ მიხვდება მკითხველი...

-  თვითონ ხომ მიხვდება... ვაშინებდი, ვითომ არ მომწონდა მისი ქმედებები სამსახურებრივად. ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი, ძირითადად მეგობრების ხათრით. სიამოვნებას ნამდვილად ვიღებდი, როცა ეთერ კაკულიას ვურეკავდი მიშას ხმით და ვაშაყირებდი. ვერც ვითვლი, რამდენჯერ მაქვს დარეკილი და ყველა ზარი დაიჯერა. ერთხელ დაიჯერა, რომ კულტურის მინისტრად ვნიშნავდი, ერთხელ კანცელარიასთან დავიბარე. ეთერი და ნაზი ალასანია მოვიდნენ ერთად და მიშასთან შეხვედრას ელოდნენ. თან არ მიბრაზდებოდა, როცა იგებდა, რომ მე ვიყავი.

-  დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, რომელს ნანობ განსაკუთრებით და თუ შეცვლიდი რაიმეს შენს ცხოვრებაში?

-  არაფერს შევცვლიდი. ჩემი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და ღმერთთან, ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და არა ისე, რომ სხვა დავაზარალო. დღევანდელი გადასახედიდან ძალიან საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, როცა უარი ვთქვი. მირჩევნია თავაწეულმა ვიარო, ვიდრე ცხოვრების გარკვეულ პერიოდში წარმატებას მივაღწიო. ამას პირველად ვამბობ, 2003 წელს, როცა ახალი მთავრობა ფუძნდებოდა, უშუალოდ ჩემმა უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მითხრა, შენ თუ მოინდომებ, იქნები ახალგაზრდულის "ვიშკაში", ხუთეულშიო. მაშინ ზუსტად ვიცოდი ის, რაც დღეს მოხდებოდა და თამაშგარე მდგომარეობაში ვამჯობინე ყოფნა. ასე რომ, არ ვნანობ. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, უკან მოხედვის და საკუთარი წარსულის დანახვის რომ შემრცხვეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები