ნიკა გრიგოლია: "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"

ნიკა გრიგოლია:  "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"

"კომედი შოუს" მსახიობ ნიკა გრიგოლიას ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ამჯერად მისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეგობრობაზე ლაპარაკობენ. სარწმუნო ინფორმაციით, "კომედი შოუდან" გათავისუფლებული ნიკა სწორედ ბაჩანას დაუბრუნებია უკან. გრიგოლიასა და ახალაიას მეგობრობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა, როდესაც "კომედი შოუ" თავდაცვის სამინისტროსთვის ივენთებს აკეთებდა. ეს წარმოდგენები რომ ნამდვილად იმართებოდა, ამას "კომედი შოუს" სხვა მსახიობებიც ადასტურებენ, თუმცა ყველა მსახიობი არ იღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, ნიკა გრიგოლია "რჩეულთა სიაში" მოხვდა.

კობა ბარათელი, "კომედი შოუს" მსახიობი: - თავდაცვის სამინისტროს ივენთებზე არაფერი ვიცი, ჯანმრთელობა გამიუარესდა და სამსახურში ხშირად არ ვარ. სიამოვნებით გიპასუხებდით, მაგრამ ამ ივენთების შესახებ არაფერი ვიცი.

- ესე იგი, თქვენ არ მონაწილეობდით?

- არა. ვიცი, იყო ასეთი რაღაც, მაგრამ ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებიათ...

ნიკა გრიგოლიამ ბაჩო ახალაიასა და თენგო გუნავას დაპატიმრების შემდეგ "ფეისბუკზე" თენგო გუნავას ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით: "ეს კაცი ჩემი მეგობარია, უკვე მართლა გული მერევა!!! რა ვართ ასეთი ცხვრები, ეს დედანატირები?! ხალხო, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა და ნარკომანებს იჭერდა, თურმე ისეთი დებილია, რომ როცა მისი "შეფი" მეგობარი დაიჭირეს და დღეში "ხუი ივო ზნაეტ" (მკითხველს ბოდიშს ვუხდით უცენზურო გამონათქვამებისთვის. რედ.), რამდენ კაცს იბარებენ დასაკავებლად და დასაჭერად, წავიდა და ნარკოტიკების შეძენა და მოხმარება დაიწყო, თან ისე, რომ ყოველდღე იმ შენობასთან იდგა, სადაც ბაჩო ახალაია ჰყავდათ... ბოდიში უცენზურობის გამო, მაგრამ ბრძენო ქართველო ხალხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!! მეც ბაჩო ახალაიას და თენგო გუნავას მეგობარი ვარ... მეც დამიჭირეთ, თქვენი დედაც...!!!!"

ამბობენ, ახალაიას დაპატიმრების შემდეგ გრიგოლია "კომედი შოუდან" გაუშვესო. "კვირის პალიტრა" ნიკა გრიგოლიას დაუკავშირდა.

- ბაჩო ახალაია მაშინ გავიცანი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ივენთებზე ვმუშაობდით და მართლაც, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალბდა. რა მოხდა მერე, რა არის ამაში ცუდი? თავდაცვის სამინისტრო აწყობდა საღამოებს რეზერვისტებისა და თავიანთი ოფიცრებისთვის. ჩვენც ამ პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვიყავით. ახალი წლის პერიოდში ასეთი საღამოები ხშირად იმართებოდა და მაშინ დავახლოვდით.

- "კომედი შოუში" ყოფილი თავდაცვის მინისტრის გავლენით დაგაბრუნეს?

- არ მესმის რას ნიშნავს ეს, ბაჩო ახალაიამ დამაბრუნა?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები