საქართველოში Desigual-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის Retail Group Georgia-ს ინფორმაციით, აქ წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და აქსესუარები.
Retail Group Georgia მენეჯმენტის ცნობით, აღმაშენებლის გამზირზე ასევე Aldo-ს და Blanco-ს ბრენდ-მაღაზიებიც გაიხსნება.
"კანადური ALDO-ს ფეხსაცმლების სალონი აღმაშენებლის გამზირზე ერთ კვირაში Blanco-ს ბრენდ-მაღაზია კი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება", - ამბობენ კომპანიაში.
ცოტა ხნის წინ კი თბილისში Clark's-ის წარმომადგენლობაც ამოქმედდა.
Retail Group Georgia LLC-ი საქართველოში საუდის არაბეთის Alhokair ჯგუფის იურიდიული წარმომადგენლია, რომელიც Inditex-ის ჯგუფის მაღაზიების ოპერირებას ახორციელებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9