ავეჯის სალონში "კლასიკა" საახალწლო სიახლეები დაიწყო. სადღესასწაულო დღეებში კომპანია მომხმარებელს ავეჯსა და ტექსტილს, იტალიურ ჭურჭელს, დეკორატიულ აქსესუარებს, საახალწლო სუფრისთვის ყველა საჭირო ატრიბუტსა და სხვა უამრავ საჩუქარს გრანდიოზული ფასდაკლებით სთავაზობს.
"ეს არის უნიკალური შანსი მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს დრო და შეარჩიოს ევროპული საახალწლო აქსესუარები და საჩუქრები", - აცხადებენ კომპანიაში.
"ავეჯის სალონი "კლასიკა" წამახალისებელ აქციებსა და სხვადასხვა სახის სიახლეებს მომავალშიც დაგეგმავს.
ავეჯის სალონი "კლასიკა" თბილისში 3 ფილიალითაა წარმოდგენილი, მათგან ერთი ვაჟა ფშაველას გამზირზე "ენზას" ბრენდით მოქმედებს. ორი კი ყაზბეგის გამზირზე N14-ში და სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" პირველ სართულზე მდებარეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9