ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა

ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა

მთაში მოსული თოვლის გამო ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა. გზა აპრილამდე აღარ გაიხსნება.

"შატილში თოვლი გუშინ ღამით მოვიდა. "დათვის უღელტეხილი", საიდანაც გზა პირიქითა ხევსურეთში გადადის, ჩაიკეტა. გზა გაწმენდას აღარ ექვემდებარება, რადგან ახლაც ინტენსიურად თოვს და ძლიერი ქარია. ხევსურეთის სოფლებში მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მათ უკვე წინასწარ მოიმარაგეს. ჩვენ მოსახლეობასთან კავშირი გვექნება და თუ ვინმეს ექიმი დასჭირდება, ვერტმფრენით გადმოვიყვანთ", - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ შაღაშვილმა.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია