ნდობის რეიტინგში "კვირის პალიტრა" ლიდერობს

ნდობის რეიტინგში "კვირის პალიტრა" ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად გაზეთ "კვირის პალიტრას" ენდობა.

კითხვაზე - რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად? - გამოკითხულთა 15% სანდოობის მხრივ, "კვირის პალიტრას" პირველ პრიორიტეტად ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა 18% - მეორე პრიორიტეტად. გაზეთ "ასავალ-დასავალს" პირველ პრიორიტეტად ასახელებს გამოკითხულთა 6%, ხოლო მეორე პრიორიტეტად - 10%;

კვლევის მიხედვით, დანარჩენი გაზეთების მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი ასე გადანაწილდა.

გაზეთ "ალიას" პირველ პრიორიტეტად გამოკითხულთა 2% ასახელებს, ხოლო მეორე პრიორიტეტად - 3%;

"რეზონანსი" - პირველი პრიორიტეტი- 1%; მეორე პრიორიტეტი - 2%

"ქრონიკა" - პირველი პრიორიტეტი - 0,6%, მეორე პრიორიტეტი - 2%;

"ახალი თაობა" - პირველი პრიორიტეტი - 0,5%, მეორე პრიორიტეტი -1%;

სხვა - პირველი პრიორიტეტი- 2%, მეორე პრიორიტეტი - 3%;

არც ერთი - პირველი და მეორე პრიორიტეტი 73%-ს შეადგენს.

IRI-მ საქართველოში მორიგი კვლევა 9-21 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო ასაკის 1500 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები