გლდანში სავაჭრო ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა

გლდანში სავაჭრო ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა

გლდანში 4 000 კვ.მ ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა. "ფრესკო რითეილ გრუპის" მენეჯმენტის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე 80 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო, ხოლო მეორე სართულზე სუპერმარკეტი განთავსდა.

ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს. ადგილზე განთავსდა პურისა და ფუნთუშეულის საცხობი, კაფე და ტერიტორია უფასო WI-FI ინტერნეტით აღიჭურვა.

"ფრესკოში"ამჟამად 80 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა და მათ რეკომენდაცია გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაუწია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა