მოსკოვში უზბეკმა ორი ქართველი მოკლა

მოსკოვში უზბეკმა ორი ქართველი მოკლა

კვირას, მოსკოვის გარეუბანში ორი ქართველის გვამი აღმოაჩინეს. შემთხვევა ლენინის სახელობის რაიონში, საწყობების ტერიტორიაზე მოხდა. ქართველები საწყობის დაცვაში მუშაობდნენ.

როგორც გაირკვა, ქართველებს 35 წლის უმუშევარი უზბეკი მამაკაცი შეეცოდათ და ღამის გასათევი შესთავაზეს. როდესაც ქართველებს ჩაეძინათ, ეჭვმიტანილმა მათ გულის არეში დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უზბეკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

მომზადებულია argumenti.ru-ს მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია